ბრიტნი სპირსი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს

„ეს სამწუხარო ინციდენტია, რომელსაც გამართლება არ აქვს“, – განუცხადა Billboard-ს პოპვარსკვლავის წარმომადგენელმა.
ბრიტნი სპირსი, 2019 წლის 22 ივლისი
STEVE GRANITZ/WIREIMAGE

4 მარტს პოპვარსკვლავი ბრიტნი სპირსი კალიფორნიის შტატში, ვენტურას ოლქში დააკავეს. ინფორმაცია Billboard-მა ვენტურას ოლქის შერიფის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით დაადასტურა.

Variety-სა და TMZ-ის ცნობით, მომღერალი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის დროს დააკავეს. 

ვენტურას ოლქის შერიფის ოფისის ინფორმაციით, ბრიტნი სპირსი ოთხშაბათს, 4 მარტს, საღამოს დააკავეს და ხუთშაბათს, დილით გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი კი 4 მაისს არის ჩანიშნული.

Billboard-მა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ვენტურას ოლქის შერიფის ოფისსაც მიმართა.

„ეს იყო სამწუხარო ინციდენტი, რომელსაც გამართლება არ აქვს. იმედი გვაქვს, ბრიტნი სწორ ნაბიჯებს გადადგამს, დაემორჩილება კანონს და ეს გახდება პირველი ნაბიჯი დიდი ხნით დაგვიანებული ცვლილებებისკენ, რაც ბრიტნის ცხოვრებაში აუცილებელია.  ვიმედოვნებთ, რომ ამ რთულ პერიოდში ის საჭირო დახმარებასა და მხარდაჭერას მიიღებს. მისი შვილები მასთან ერთად იქნებიან.” –  განაცხადა ბრიტნი სპირსის წარმომადგენელმა Billboard-თან.

აღსანიშნავია, რომ მომღერალს ადრეც ჰქონია სამართლებრივი პრობლემები. 2007 წელს ის თავად ჩაბარდა ლოს-ანჯელესის პოლიციას, მას შემდეგ, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მიმალვასა და მართვის მოწმობის გარეშე მანქანის მართვაში დასდეს ბრალი.   მაშინ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დაეჯახა ბრიტნი გაჩერებულ ავტომობილს და შემდეგ გზა განაგრძო. აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე თვის შემდეგ მასზე სამართლებრივი მეურვეობა დაწესდა, რაც მომდევნო 13 წლის განმავლობაში გაგრძელდა. საქმე კი 2008 წელს დაიხურა.

ინფორმაცია სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამ  ანგარიში გააუქმა. ბოლო წლებში იგი აქტიურად აქვეყნებდა სახლში ცეკვის, დასვენებისა და შვილთან, ჯეიდენთან ერთად გატარებული დროის ამსახველ კადრებს. ბრიტნის ორი ვაჟი – ჯეიდენი და შონი ყოფილი მეუღლისგან, კევინ ფედერლაინისგან ჰყავს, რომელიც შვილებთან ერთად 2023 წელს ჰავაიზე გადავიდა საცხოვრებლად. 2024 წლის შობის დღესასწაულზე სპირსმა დაწერა, რომ ორწლიანი განშორების შემდეგ ჯეიდენს კვლავ შეხვდა.

გასული წლის ოქტომბერში კევინ ფედერლაინმა მემუარები გამოსცა, სახელწოდებით You Thought You Knew, სადაც ყოფილი მეუღლის მდგომარეობაზე წერდა: „სიმართლე ის არის, რომ ბრიტნისთან დაკავშირებული ეს სიტუაცია შეუქცევადია. შეუძლებელი გახდა იმის აღქმა, თითქოს ყველაფერი რიგზეა. ჩემი გადმოსახედიდან, საათი წიკწიკებს და კრიტიკულ ზღვარს ვუახლოვდებით. თუ რამე არ შეიცვალა, რაღაც ცუდი მოხდება. ჩემი ყველაზე დიდი შიში ისაა, რომ ჩვენს შვილებს მოუწევთ ნანგრევების ამარა დარჩენა.“

ბრიტნი სპირსმა წიგნის შინაარსი მალევე მკაცრად გააკრიტიკა და ინსტაგრამზე დაწერა: „ყოფილი მეუღლის მხრიდან მუდმივი ფსიქოლოგიური მანიპულაცია ძალიან მტკივნეული და დამღლელია. ყოველთვის ვითხოვდი და ვყვიროდი, რომ ჩემს შვილებთან ერთად მინდოდა ცხოვრება. თინეიჯერ ბიჭებთან ურთიერთობა რთულია. ამ სიტუაციამ სულიერად გამანადგურა. თითქმის ვიხვეწებოდი, რომ ისინი ჩემი ცხოვრების ნაწილი ყოფილიყვნენ.“ 

ბოლო პერიოდში სპირსი საკუთარ ოჯახს საჯაროდ აკრიტიკებდა. მანამდე მან მამამისი,  ჯეიმი სპირსი, რომელიც მის ქონებას მრავალი წლის განმავლობაში მეურვეობდა, ექსპლუატაციაში დაადანაშაულა, რასაც თავად ჯეიმი უარყოფს.

გასულ წელს სპირსმა ოჯახს სარკასტულად მიულოცა შობის დღესასწაული: „დაგვიანებით გილოცავთ შობას, ჩემო მშვენიერო ოჯახო, ვისაც არასდროს გამოგიჩენიათ ჩემ მიმართ უპატივცემულობა, არასდროს მოგიყენებიათ ზიანი, არასდროს ჩაგიდენიათ რაიმე სრულიად მიუღებელი და არ მოგიყენებიათ  არანაირი ტრავმა, ისეთი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია.“

თებერვალში კი მან ინსტაგრამზე დაწერა: „გამიმართლა, რომ საერთოდ ცოცხალი ვარ, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მექცეოდა ერთ დროს ჩემი ოჯახი –  ახლა მათი მეშინია.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები უფროს ვაჟს დაბადების დღეს ულოცავენ: „ძალიან გვიყვარხარ”

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსი LAURA JANE COULSON

კვირის მუსიკალური გზამკვლევი: ნახეთ ჰარი სტაილსის, Yebba-ს, aespa-ს და სხვა არტისტების ახალი რელიზები

შეიძლება დაგაინტერესოთ

TOMORROW X TOGETHER Courtesy of BIGHIT MUSIC

TOMORROW X TOGETHER „იუნისეფის“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული

„დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ,“ - ამბობს SOOBIN ახალი ვიდეოში.
მეტი
Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში. ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

Cher-ის ვაჟს ნიუ ჰემფშირის კერძო სკოლაში ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაში დასდეს ბრალი

ოლმანს, რომლის მამაც გრეგ ოლმანი იყო, ასევე ედება ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში
მეტი
Manchester Orchestra - ტიმ ვერი, 2025 წლის 19 DANIEL KNIGHTON/GETTY IMAGES

Manchester Orchestra-ს დრამერი ტიმოთი ვერი გარდაიცვალა  – ინფორმაციას ბენდი ადასტურებს

„ჩვენ ყველანი ვშიშობდით ამ ამბის გაზიარებას, რადგან ჯერ კიდევ სრულ შოკში ვართ,“ - აცხადებს Manchester Orchestra.
მეტი
ჯეიმს ვან დერ ბიკი და Ke$ha ლას ვეგასი, 2011 წლის 7 მაისი დენიზ ტრუსელო/WIREIMAGE

KESHA-მ ჯეიმს ვან დერ ბიკის ხსოვნას პატივი მიაგო

ცნობილი ვარსკვლავი ჯეიმს ვან დერ ბიკი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობის შემდეგ  KESHA მსახიობთან გატარებულ  დროს იხსენებს…
მეტი
სელინ დიონი 2024 წლის 17 ივნისი, ნიუ-იორკი. კრისტინა ბამფრი/Variety

სელინ დიონმა ლეგენდარული იტალიელი დიზაინერის, ვალენტინოს ხსოვნას პატივი მიაგო

„შენ ყოველთვის ისეთად მხედავდი, როგორიც სინამდვილეში ვარ“ - აღნიშნა მომღერალმა. მაღალი მოდის ცნობილი იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი 19 იანვარს რომში, საკუთარ სახლში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ბილი აილიში, 1 დეკემბერი, 2025 წელი. ლოს ანჯელესი MICHAEL BUCKNER/VARIETY

ბილი აილიში მინეაპოლისში მომხდარი სროლის ფაქტს კრიტიკული პოსტებით გამოეხმაურა და ICE „ტერორისტულ ორგანიზაციად“ მოიხსენია

მომღერალმა ინსტაგრამის „სთორებში" რამდენიმე პოსტიც გააზიარა, რომლებიც აშშ-ის ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების (ICE) სამსახურის გაუქმების მოწოდებას შეიცავს.
მეტი