J. Cole-მა აღშფოთება გამოხატა იმაზე, თუ როგორ ცდილობდა ხალხი დრეიკის დისკრედიტაციას კენდრიკ ლამართან კონფლიქტის შემდეგ

„სამყარო პოლიტიკას დაემსგავსა.”
J. Cole
GILBERT FLORES/VARIETY

უკვე ორი წელი გავიდა, თუმცა რეპკონფლიქტი დიდ სამეულს შორის – კენდრიკ ლამარი, დრეიკი და J. Cole – კვლავაც პრესის სათაურებშია.

ახალ ინტერვიუში J. Cole-მა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის იყო Cam’ron-ის მიერ მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი და ასევე მისი ამჟამინდელი ურთიერთობა დრეიკსა და კენდრიკთან, ისტორიული კონფლიქტის შემდეგ.

„უცებ სამყარო პოლიტიკას დაემსგავსა,” – უპასუხა კოულმა დასმულ შეკითხვას, ფიქრობდა თუ არა, რომ სიტუაცია ხელიდან წავიდა. „ან დემოკრატი ხარ, ან – რესპუბლიკელი. ან კენდრიკის ფრთაში ხარ, ან – დრეიკის და აუცილებლად უნდა აირჩიო რომელიმე მხარე. მე კი თავს ვგრძნობდი იმ ადამიანად, რომელიც ორივე მხრიდან შეშფოთებული იყო. საშინელება იყო იმის ყურება, თუ როგორ ცდილობდნენ ადამიანები ამ შესაძლებლობის გამოყენებას, რათა წარმოეჩინათ, თუ რას გრძნობდნენ დრეიკის მიმართ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ან მას თავს დასხმოდნენ და გაევრცელებინათ ნარატივი, თითქოს ის არ არის დიდებული არტისტი.”

წამყვანმა მუსიკოსს ჰკითხა, თუ როგორ გრძელდება ამჟამად კენდრიკსა და დრეიკთან მისი მეგობრობა. 

„მე ისევ იმავე ადგილზე ვარ,” – უპასუხა რეპერმა. „მე გულწრფელად მიყვარს ეს ბიჭები, მაგრამ თავს ვერ მოვაჩვენებ, თითქოს მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია. მე მქონდა საუბრები მათთან იმ ყველაფრის შემდეგ, მაგრამ არა ბევრი. რეალურად, მე არ ვიცი, რა ეტაპზე არიან ისინი. შეიძლება გარკვეულწილად ვივარაუდო, რადგან  რაღაცები მომისმენია, მაგრამ ამას არაფერი აქვს საერთო იმასთან, თუ რას ვგრძნობ მე. მე გულწრფელად მიყვარს ისინი. ხანდახან მინდება, რომ მათ შეტყობინებები გავუგზავნო. ამის საჯაროდ თქმა შეიძლება ცოტა უხერხულიცაა ჩემთვის, მაგრამ ეს სიმართლეა.”

სხვა ვიდეოში J. Cole საუბრობს Cam’ron-ის მიერ მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე. როცა წამყვანი ეკითხება, თუ რა ემოცია ჰქონდა, როცა პირველად გაიგო ამ სარჩელის შესახებ, რეპერი პასუხობს: „ძალიან მტკივნეული იყო, იმედგაცრუებული ვიყავი. ვფიქრობდი: არა, კემ, ოღონდ შენ არა.”

სრული ინტერვიუ „იუთუბზე” 25 მარტს გამოქვეყნდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნინი ნუცუბიძემ სადებიუტო სოლო ალბომიდან პირველი სიმღერა წარადგინა

შემდეგი სტატია

მადონამ და ჯულია გარნერმა ვენეციის არხებში Like a Virgin-ის ვიდეო გააცოცხლეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

Drake-ის ალბომი Iceman ოფიციალურად მალე გამოვა –  ნახეთ რელიზის თარიღი

სტრიმერმა Kishka-მ ტორონტოში Iceman-ის ინსტალაციის თავზე განთავსებული ჟურნალი აღმოაჩინა, სადაც პროექტის გამოსვლის თარიღი იყო მითითებული.
მეტი

MAMAFLEX-ის ლაივი და ახალი ალბომის პრეზენტაცია კლუბში Mtkvarze

7 მარტს კლუბი Mtkvarze ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტის, MAMAFLEX-ის ლაივს უმასპინძლებს. არტისტი მსმენელის წინაშე ახალი პროექტით და თავისი ბოლო რელიზით Retired Crashout წარდგება.
მეტი

დონალდ ტრამპმა Diddy-ს შეწყალების ხელნაწერ თხოვნაზე უარი უთხრა

პრეზიდენტმა მანამდე აღნიშნა, რომ კომბსის მიერ მისი მისამართით გაჟღერებულმა კრიტიკამ რეპერის შეწყალება კიდევ უფრო გაართულა.
მეტი