BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS საბოლოოდ ახალი ალბომით, ARIRANG-ით დაბრუნდა. Netflix-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში ბენდის წევრები ერთგულ გულშემატკივრებს –  ARMY-ს, დეტალურად უამბობენ, თუ რა გზა გაიარეს ამ მიზნის ხელახლა მისაღწევად.

25 მარტს გამოქვეყნებულ თიზერ ვიდეოში –  BTS: The Return კამერები თან დაჰყვება ჯგუფის წევრებს:  RM-ს, ჯინს, შუგას, ჯეი-ჰოუპს, ჯიმინს, V-სა და ჯონგ კუკს, სადაც ალბომ ARIRANG-ისთვის ქავერ ფოტოს იღებენ.  ფინალურ ნამუშევარში ბენდის შვიდი წევრი ორ რიგად, კოსტიუმებში გამოწყობილი პოზიორობს. თუმცა, დოკუმენტური კადრები აჩვენებს, თუ რამხელა ძალისხმევა დასჭირდა ამ ერთი შეხედვით მარტივ კადრს, სადაც პროდიუსერების, სტილისტებისა და კრეატიული ჯგუფის წევრები აქტიურად მუშაობენ Bangtan Boys-ის გარშემო.

თიზერში ასევე ნაჩვენებია ბენდის თითოეული წევრის ინდივიდუალური ინტერვიუ, სადაც მათი პიროვნული თვისებები უკეთ არის წარმოჩენილი. ვიდეოში ისმის რამდენიმე კითხვაც: „გრძნობთ თუ არა, რომ რაღაც სრულიად ახალს იწყებთ? რა შეიცვალა თქვენთვის, როგორც არტისტისთვის ყველაზე მეტად, იგივე ხაზს აგრძელებთ თუ რაიმე განსხვავებულს შესთავაზებთ მსმენელს?  – თუმცა მათი პასუხები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.

„ისინი დაბრუნდნენ!  BTS იკრიბება ლოს-ანჯელესში ალბომ Arirang-ის ჩასაწერად. ეს ფილმი ბენდთან უპრეცედენტო წვდომას გვთავაზობს, ისინი ახალ ეპოქას იწყებენ.”  – ვკითხულობთ დოკუმენტური ფილმის აღწერაში.

თიზერი BTS: The Return-ის პრემიერამდე მხოლოდ ორი დღით ადრე გამოვიდა,  დოკუმენტური ფილმი Netflix-ზე 27 მარტს გამოვა.  პროექტი დღის შუქს ARIRANG-ის გამოცემიდან ზუსტად ერთ კვირაში იხილავს. ალბომი 14 ტრეკისგან შედგება (მათ შორის არის სინგლი Swim). ალბომი ბენდის პირველ სრულფორმატიან ნამუშევარს წარმოადგენს, 2020 წლის Billboard 200-ის ლიდერი ალბომის, Be-ს შემდეგ.

ამჟამად ჯგუფი ARIRANG-ის აქტიური პრომოუშენშით არის დაკავებული,  ისინი მართავენ სხვადასხვა პერფორმანსებს, რომლებიც აპრილში გლობალურ ტურნეში გადაიზრდება. სეულში გამართული მასშტაბური კონცერტის შემდეგ BTS ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც Spotify-ს შოუქეისში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი Guggenheim Museum-ში და The Tonight Show Starring Jimmy Fallon-ის ფარგლებში წარდგა აუდიტორიის წინაშე.

ნახეთ BTS-ის მომავალი დოკუმენტური ფილმის თიზერ ვიდეო.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Flitz Collective – ახალი მუსიკალური პლატფორმა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შოუებს აანონსებს

შემდეგი სტატია

რიანა კრისტიან დიორის მოდის ჩვენებაზე, 2024 წლის 2 იანვარი, პარიზი. ფოტო: სტეფანე კარდინალე

რიანას სახლის მისამართით სროლაში ეჭვმიტანილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი