რიანას სახლის მისამართით სროლაში ეჭვმიტანილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ივანა ლისეტ ორტისს ფედერალურ ციხეში უვადო პატიმრობა ემუქრება.
რიანა კრისტიან დიორის მოდის ჩვენებაზე, 2024 წლის 2 იანვარი, პარიზი. ფოტო: სტეფანე კარდინალე
რიანა კრისტიან დიორის მოდის ჩვენებაზე, 2024 წლის 2 იანვარი, პარიზი. ფოტო: სტეფანე კარდინალე

25 მარტს ლოს ანჯელესის უმაღლეს სასამართლოში ივანა ლისეტ ორტისის პროცესი გაიმართა. 35 წლის ქალმა, რომელიც 8 მარტს რიანას ლოს-ანჯელესის სასახლის მიმართულებით სროლის ბრალდებით დააკავეს, თავი დამნაშავედ არ ცნო.

Reuters-ის ინფორმაციით, მან ადვოკატის მეშვეობით ასევე უარყო ბრალი ათზე მეტ დამატებით მძიმე დანაშაულში. ორტისს ბრალად ედება მარტის დასაწყისში რიანასა და A$AP Rocky-ს ლოს-ანჯელესის სახლის მისამართით ნახევრად ავტომატური იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა, მაშინ, როდესაც ცნობილი წყვილი სამ შვილთან ერთად სახლში იმყოფებოდა.

სროლის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. როგორც პროკურორებმა განმარტეს, ოჯახი შემთხვევის დროს საკუთარ ეზოში, სამგზავრო ფურგონში იმყოფებოდა.

ივანა ლისეტს ჯამში წაუყენეს მკვლელობის მცდელობის ერთი მუხლი, ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის 10 მუხლი და დასახლებული ნაგებობის მიმართულებით სროლის 3 მუხლი.

ორტისის გირაო 1 875 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას ფედერალურ ციხეში უვადო პატიმრობა ემუქრება. „ეს არის ქმედება, რომელსაც ადვილად შეიძლება მოჰყოლოდა მრავალჯერადი მკვლელობა,” – განაცხადა სასამართლოში პროკურორის მოადგილემ, ალექსანდრე ბოტმა.

სროლის შემდეგ ორტისი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის ლოს-ანჯელესის პოლიციამ „ტესლას“ მარკის ავტომობილში მას შემდეგ დააკავა, რაც 8 მარტს 911-ზე შეტყობინება შევიდა. 

ორტისი რამდენჯერმე იყო ნასამართლევი: 2013 წელს ფინანსური დანაშაულის საქმეზე დააკავეს, 2021 წელს – გაუფრთხილებელი მართვისთვის, ხოლო 2023 წელს – ოჯახური ძალადობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ეჭვმიტანილის სტატუსით.

მიუხედავად იმისა, რომ რიანასა და ორტისს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს, Los Angeles Times-მა აღნიშნა, რომ ორტისი Facebook-ზე მომღერლის შესახებ არაერთ პოსტს აქვეყნებდა. 17 თებერვალს მან გამოაქვეყნა „მიმი“, რომელშიც მიანიშნებდა, რომ რიანას სქესობრივი გზით გადამდები დაავადება ჰქონდა, ხოლო 23 თებერვალს დაწერა: „@badgirlriri აქ ხარ? ველოდებოდი, შენი შიდსით დაავადებული თავით როდის მეტყოდი რამეს პირდაპირ, იმის ნაცვლად, რომ ჩუმად მითვალთვალებდე და იქ ლაპარაკობდე ჩემზე, სადაც არ ვარ“.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

შემდეგი სტატია

მაილი საირუსი Disney+-ის „ჰანა მონტანას" 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური გამოშვების მსოფლიო პრემიერაზე, 2026 წლის 23 მარტი, ლოს-ანჯელესი. მაიკლ ბაკნერი/Variety

მაილი საირუსი HANNAH MONTANA-ს იუბილესთან დაკავშირებით ახალ სიმღერას უშვებს: „ეს ჩემი საჩუქარია შენი ბავშვობისთვის“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი