ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
ჯასტინ ტიმბერლეიკი
EMMA MCINTYRE/GETTY IMAGES FOR THE RECORDING ACADEMY

ჯასტინ ბიბერმა Coachella-ს ფესტივალის მეორე გამოსვლაზე ჯასტინ ტიმბერლეიკის ჰიტი – Cry Me a River შეასრულა, რასაც თავად ტიმბერლეიკი გამოეხმაურა. 20 აპრილს მან ინსტაგრამზე ძველი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჯერ კიდევ პატარა ბიბერს ხვდება.

„ვიცი, რომ ეს გრძელი გზა იყო და ისიც ვიცი, რომ ამ გზაზე სიარული ყოველთვის მარტივი არ ყოფილა . ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში. 

მათი შეხვედრის არქივთან ერთად, ტიმბერლეიკმა ბიბერის შაბათის პერფორმანსის ფრაგმენტიც გააზიარა. ვიდეოში ბიბერი ხალხს იმ სიმღერის შესახებ ესაუბრება, რომლის შესრულებასაც აპირებს: „იცით, მე ჯასტინ ტიმბერლეიკისა და სხვა არაერთი საოცრად ნიჭიერი არტისტის სიმღერებზე გავიზარდე. ეს ყველაფერი ისე მახსოვს, თითქოს გუშინ მოხდა.“

ამ დროს მომღერლის ზურგს უკან, დიდ ეკრანზე ჩანდა ვიდეო, სადაც ის პატარაობაში გიტარაზე Cry Me a River-ს ასრულებს. სიმღერის ეს ქავერ ვერსია, რომელიც ინტერნეტში დღემდე იძებნება, ბიბერის YouTube არხზე 2008 წლის თებერვალში აიტვირთა. მომდევნო წელს კი ბიბერის დებიუტი შედგა პირველი სინგლით One Time, რომელიც Billboard Hot 100-ის ჰიტი გახდა.

„გიტარა აწყობილი არ იყო,“ – ამბობს ბიბერი ვიდეოში, რის შემდეგაც ვიდეოს პარალელურად სიმღერის შესრულებს იწყებს. 

Cry Me a River ჯასტინ ტიმბერლეიკის სადებიუტო სოლო ალბომის, Justified-ის მეორე სინგლი იყო. სიმღერამ Hot 100-ში მე-3 პოზიციას მიაღწია და ჩარტში ჯამში 20 კვირა გაატარა.

ჯასტინ ტიმბერლეიკს და ჯასტინ ბიბერს დიდი ისტორია აკავშირებთ. ცნობილია, რომ ტიმბერლეიკი ცდილობდა, ჯერ კიდევ უცნობი ბიბერისათვის თავისი ლეიბლით კონტრაქტი გაეფორმებინა, თუმცა კანადელმა თინეიჯერმა ვარსკვლავმა და მისმა მენეჯერმა, სკუტერ ბრაუნმა, საბოლოოდ Usher-თან პარტნიორობა არჩიეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

შემდეგი სტატია

„პრინცის” With This Tear-ის აქამდე უცნობი ვერსია გამოვიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი