ფილმმა „მაიკლი” ბიოგრაფიული ფილმების სადებიუტო შემოსავლის რეკორდი მოხსნა

ნამუშევარმა მსოფლიოს მასშტაბით უკვე 217.4 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
კაფარ ჯექსონი „მაიკლის” პრეზენტაციაზე
MICHAEL BUCKNER/VARIETY

ფილმი „მაიკლი” უკვე რეკორდებს ამყარებს. პოპის მეფეზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 24 აპრილს შედგა და რეკორდული, 97 მილიონი დოლარის საშინაო და 217.4 მილიონი დოლარის საერთაშორისო შემოსავალი მიიღო.

ანტუან ფუკას რეჟისორობით გადაღებული ფილმი მუსიკალურ ბიოგრაფიების ყველაზე მაღალშემოსავლიანი დებიუტი იყო და გადაასწრო ისეთ ნამუშევრებს, როგორებიცაა Straight Outta Compton, რომლის სადებიუტო შემოსავალი 60.1 მილიონ დოლარს შეადგენდა და Bohemian Rhapsody, რომლის დებიუტმა ფილმს 51 მილიონი დოლარი მოუტანა.

910 მილიონი დოლარით Queen-ზე შექმნილი ბიოგრაფიული ფილმი კვლავაც რჩება მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან მუსიკალურ ბიოგრაფიულ ფილმად. ფრედი მერკურის როლის შესრულებისთვის რამი მალეკს საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში ოსკარი გადაეცა. 

„მაიკლი” ამჟამად ასევე ფლობს რეკორდს საშინაო სადებიუტო შემოსავლის მაჩვენებლით ყველა დროის ბიოგრაფიულ ფილმებში და უსწრებს „ოპენჰაიმერს”, რომლის საპრემიერო შემოსავალმაც 80 მილიონი დოლარი შეადგინა.

„ეს რეკორდული მაჩვენებელი ერთგვარი განაცხადია პროდიუსერ გრეჰემ კინგისა და რეჟისორ ანტუან ფუკას შესანიშნავი შემოქმედებითი გუნდის, გასაოცარი სამსახიობო დასის – ჯაფარ ჯექსონის ხელმძღვანელობით, ჩვენი მსოფლიო დონის პარტნიორ Universal-ის, მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობისა და ჩვენი დაუღალავი Lionsgate-ის გუნდის,” – განაცხადა Lionsgate Motion Picture Group-ის ხელმძღვანელმა ადამ ფოგელსონმა. 

ფილმმა აღიარება დაიმსახურა Rotten Tomatoes-ზე, სადაც აუდიტორიისგან 96% მიიღო. ასევე მიიღო A- შეფასება CinemaScore-ზე. The Hollywood Reporter-ის მიხედვით, „მაიკლი” იზიდავს სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფებს, მათ შორის ლიდერობენ შავკანიანი და ქალი მაყურებლები. 

ფილმში პოპის მეფის როლს ჯექსონის ძმისშვილი ჯაფარ ჯექსონი ასრულებს. ნამუშევარი ასახავს მაიკლის ცხოვრებასა და კარიერას, The Jackson 5-დან დაწყებული, სოლო კარიერითა და ისტორიული დიდებით დასრულებული. ამბის კულმინაციად კი პოპმუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ალბომის, Thriller-ის გამოცემა გვევლინება. 

ნამუშევარი ორნაწილიან ბიოგრაფიულ ფილმადაა დაგეგმილი. „მაიკლი” მის პირველ ნაწილს წარმოადგენს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქართველმა არტისტმა INDIEVIDIE-მ სადებიუტო სინგლი და მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

Olivia Rodrigo ADRIAN MARTIN

ოლივია როდრიგო ბრუკლინში ე.წ. „ღია მიკროფონთან“ მოულოდნელად გამოჩნდა და მცირე აუდიტორიის წინაშე Drop Dead შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Olivia Rodrigo ADRIAN MARTIN

ოლივია როდრიგო ბრუკლინში ე.წ. „ღია მიკროფონთან“ მოულოდნელად გამოჩნდა და მცირე აუდიტორიის წინაშე Drop Dead შეასრულა

ეს ვილიამსბურგში მდებარე Pete’s Candy Store-ში მოხდა, რომელიც დამწყები არტისტების პოპულარიზაციითაა ცნობილი და არა პოპვარსკვლავების პერფორმანსებით.
მეტი
ქეთათო ნერგაძის და მისი ბენდის სადებიუტო ალბომი Raw © ქეთათო ნერგაძე

ქეთათო ნერგაძის და მისი ბენდის სადებიუტო ალბომი Raw

„ალბომს ქვია Raw. ძალიან მიყვარს ამ სიტყვის ენერგეტიკა და მნიშვნელობა. ვფიქრობ, სიმღერები, მათი ჟღერადობა და მთლიანად ის ენერგია, რაც მე, ბენდმა და გვაჯიმ პროცესში ჩავდეთ, ამართლებს ალბომის სახელს“ - ქეთათო ნერგაძე.
მეტი

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ დაანონსებული ერთობლივი ალბომიდან კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელეს

FIND ME ალექსანდრე კორძაიასა და თამრიკო კორძაიას პირად ჩანაწერს წარმოადგენს და ის 16 ივნისს გამოიცემა.
მეტი

ზაფხულში გიორგი გიგაშვილი გერმანიასა და ნიდერლანდებში ტურნეს გამართავს

ქართველი პიანისტი მსმენელის წინაშე გერმანიის წამყვან ახალგაზრდულ ორკესტრთან, Bundesjugendorchester-თან ერთად წარდგება.
მეტი