ქართველმა არტისტმა INDIEVIDIE-მ სადებიუტო სინგლი და მუსიკალური ვიდეო წარადგინა

არტისტის თქმით, უკვე მზად არის სხვა სინგლები, რომლებიც Tell Me More-თან ერთად ალბომში შევა.
INDIEVIDIE (დათი ქიმერიძე)
ფოტო: თეო ქიმერიძე

ქართულ მუსიკალურ სცენაზე ახალი სოლო შემსრულებელი დათი ქიმერიძე გამოჩნდა. არტისტმა, ფსევდონიმით INDIEVIDIE, სადებიუტო სინგლი, სახელწოდებით Tell Me More გამოუშვა, რომლის პრემიერა მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად შედგა. დათი ქიმერიძე ალტერნატიული როკბენდის, Process-ის წევრია. რაც შეეხება სოლო პროექტის პრემიერას, მას წინ ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა, რაც საკუთარი ჟღერადობის ძიებასა და ხმის ინჟინერიის შესწავლას მოიცავდა.

არტისტის თქმით, პირველი სინგლის გამოქვეყნება არ ყოფილა სპონტანური გადაწყვეტილება და პროექტის თითოეული ეტაპი წინასწარ იყო დაგეგმილი. INDIEVIDIE-ის მიზანია შექმნას ისეთი პროექტი, რომელიც მსმენელისთვის ახლობელი და სხვადასხვა ემოციური მდგომარეობის თანმდევი გახდება.

„მუდმივად ვცდილობ შევქმნა პროდუქტი, რომელიც იქნება ახალი, ღირებული და დასამახსოვრებელი. რა თქმა უნდა, პირველი რელიზი უცაბედი გადაწყვეტილება არ არის, დიდი ხანი ვგეგმავდი ყველა პოსტს, ყველა ნაბიჯს, ასევე წინასწარ მაქვს გამზადებული კიდევ რამდენიმე სინგლი, რომლებიც შემდგომ Tell Me More-თან ერთად ალბომის სახეს მიიღებს,” – ამბობს არტისტი Billboard Georgia-სთან საუბრისას. 

INDIEVIDIE-ის თქმით, შემსრულებლისთვის ალბომის ფორმატი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ის არა მხოლოდ მელოდია და სინგლების ერთობლიობა, არამედ მსმენელთან კომუნიკაციის, ისტორიის თხრობისა და საერთო განწყობის შექმნის საშუალებაა. 

მოუსმინეთ INDIEVIDIE-ის სადებიუტო სინგლს – Tell Me More

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tbilisi Jazz Festival

თბილისის ჯაზ-ფესტივალი იწყება

შემდეგი სტატია

ფილმმა „მაიკლი” ბიოგრაფიული ფილმების სადებიუტო შემოსავლის რეკორდი მოხსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

OASIS-ის 2025 წლის ტურნეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორები განმარტავენ, თუ რატომ დამალეს კამერები გადაღებისას

OASIS: DON’T LOOK BACK IN ANGER-ის პრემიერა სექტემბერში, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.
მეტი