კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
კეტი პერი
JASON KEMPIN/GETTY IMAGES

2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატმა გახსნის ცერემონიებისთვის ვარსკვლავური შემადგენლობა დააანონსა. კეტი პერი, Future, ტაილა, LISA და ანიტა იმ მუსიკოსებს შორის არიან, რომლებიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში დაგეგმილ გახსნის ღონისძიებებზე გამოვლენ. ინფორმაცია პირველად The New York Times-ის გამოცემა The Athletic-მა გაავრცელა.

კეტი პერი ლოს-ანჯელესში დაგეგმილი გახსნის ცერემონიის მთავარი ვარსკვლავი იქნება. ღონისძიება 12 ივნისს, აშშ-ის ნაკრებისა და პარაგვაის მატჩამდე გაიმართება. SoFi Stadium-ის სცენაზე ასევე გამოვლენ რეპერი Future და DJ Sanjoy.

12 ივნისს ტორონტოში, სადაც კანადა ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, მაიკლ ბუბლე ალესია კარასა და ალანის მორისეტთან ერთად იმღერებს.

The Athletic-მა დაასახელა სხვა კანადელი შემსრულებლებიც, რომლებიც საფეხბურთო დღესასწაულის ნაწილი იქნებიან, თუმცა მათი გამოსვლა უშუალოდ 12 ივნისის მატჩს არ უკავშირდება. მათ შორის არიან ჯესი რეიესი, ნორა ფატეჰი და უილიამ პრინცი.

11 ივნისს მექსიკა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატს გახსნის. ამ დღეს Azteca Stadium-ზე შეკრებილი გულშემატკივრების წინაშე როკჯგუფი Maná, ტაილა და Los Ángeles Azules წარდგებიან.

გახსნის ცერემონიების ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კიდევ არაერთი არტისტი გამოჩნდება, მათ შორის: ჯეი ბალვინი, დენი ოუშენი, Elyanna და მარილინა ბოგადო.

FIFA-ს ჯერ არ გამოუცხადებია, ვინ მიიღებს მონაწილეობას ფინალური მატჩის ტაიმებს შორის შოუზე, რომელიც 19 ივლისს ნიუ-ჯერსიში, MetLife Stadium-ზე გაიმართება.

გარდა ამისა, მზადდება მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ალბომიც. შაკირამ უკვე დააანონსა Burna Boy-სთან კოლაბორაცია, სახელწოდებით Dai Dai, რომლის მუსიკალური კლიპიც 14 მაისს გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დუა ლიპას მოულოდნელი გამოჩენა Tame Impala-ს ლონდონის კონცერტზე

შემდეგი სტატია

არიანა გრანდე თავისი მომავალი ალბომის – Petal-ის წამყვან სინგლს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი