რინგო სტარის ახალი ალბომი Long Long Road Billboard-ის ხუთ ჩარტში მოხვდა, მათ შორის Top Album Sales-ში მე-9 ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ასევე შევიდა Indie Store Album Sales-ში (მე-11 ადგილი), Americana/Folk Albums-ში (მე-15 ადგილი), Vinyl Albums-ში (მე-15 ადგილი) და Top Country Albums-ში (მე-40 ადგილი).
ახალი ნამუშევარი Long Long Road რინგო სტარისთვის რიგით მეორე ალბომია, რომელიც Top Album Sales-ის საუკეთესო ათეულში მოხვდა (1991 წლიდან დღემდე). ამავდროულად, ეს არის მუსიკოსის მესამე პროექტი, რომელიც Top Country Albums-ის საუკეთესო ორმოცეულში შევიდა, მანამდე კი ეს წარმატება წილად ხვდათ ალბომებს: Look Up (N27, 2025 წ.) და Beaucoup of Blues (N35, 1970 წ.).
რინგო სტარის ახალი ნამუშევარი მუსიკოსის კარიერაში რიგით 22-ე სოლო ალბომია. აღსანიშნავია, რომ ეს არის ლეგენდარული არტისტის თანაავტორ და პროდიუსერ T Bone Burnett-თან ერთად შექმნილი მეორე პროექტი.
ახალი ალბომი ცნობილ არტისტებთან კოლაბორაციით გამოირჩევა, მათ შორის არიან: შერილ ქროუ, სარა ჯაროში, ბილი სტრინგსი, მოლი ტატლი და St. Vincent.
ახალი რელიზის პარალელურად, რინგო სტარი კონცერტებსაც აანონსებს. არტისტი თავის ცნობილ All Starr Band-თან ერთად ტურნეს 28 მაისს იწყებს, რომელიც კალიფორნიის ქალაქ ტემეკულაში აიღებს სტარტს. ტურნე ორ კვირას გასტანს და 14 ივნისს ლოს-ანჯელესის საკულტო სივრცეში, Greek Theatre-ში დასრულდება.
Long Long Road ერთ-ერთია იმ შვიდ ალბომს შორის, რომლებიც ამ კვირაში Top Album Sales ჩარტის ტოპ 10-ში მოხვდნენ.
უახლესი მონაცემებით, სიას სათავეში Noah Kahan-ის ალბომი The Great Divide უდგას (ეს მისი პირველი ლიდერობაა), მეორე პოზიციაზე Kehlani-ს სახელობითი ალბომია, ხოლო მესამეზე Foo Fighters-ის Your Favorite Toy. BTS-ის ყოფილი ნომერ პირველი ალბომი ARIRANG მესამედან მეოთხე ადგილზე გადავიდა, ხოლო მეხუთე პოზიციაზე Jason Aldean-ის ნამუშევარი Songs About Us გამოჩნდა.
TOMORROW X TOGETHER-ის ალბომი 7TH YEAR: A Moment of Stillness in the Thorns, მეორე კვირაში პირველიდან მეექვსე ადგილზე პოზიციონირებს, რაც შეეხება მაიკლ ჯექსონის ლეგენდარულ ალბომს Thriller, კინოთეატრებში ბიოგრაფიული ფილმის, Michael-ის გამოსვლის შემდეგ მან 48-დან მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო Noah Kahan-ის Stick Season ტოპ ათეულში მეათე ადგილზეა.