მაიკლ ჯექსონის ისტორიული რეკორდი: 70-იანი წლებიდან დღემდე, ყოველ ათწლეულში, ის Billboard 200-ის ათეულში ხვდება

მაიკლ ჯექსონის საუკეთესო ჰიტების კრებული – Number Ones მომღერლის მე-11 ტოპ-ათეულში შესული ალბომი გახდა.
მაიკლ ჯექსონი Matthew Rolston
მაიკლ ჯექსონი
Matthew Rolston

Billboard 200-ის ალბომების განახლებულ ჩარტში მაიკლ ჯექსონის Number Ones შვიდი საფეხურით დაწინაურდა და მე-6 პოზიცია დაიკავა. ეს მომღერლის კარიერაში მე-11 ალბომია, რომელიც საუკეთესო ათეულში მოხვდა და ასევე არტისტის პირველი წარმატებაა 2020-იან წლებში.

ამ შედეგით მაიკლ ჯექსონი მუსიკის ისტორიაში მხოლოდ მეხუთე შემსრულებელი გახდა, რომელსაც 1970-იანი წლებიდან მოყოლებული ყოველ ათწლეულში მინიმუმ ერთი ახალი ტოპ-10 ალბომი აქვს. ამ სიაში ის პოლ მაკარტნის, The Rolling Stones-ს, ბრიუს სპრინგსტინსა და ჯეიმს ტეილორს შეუერთდა –  არტისტებს, რომლებმაც 70-იან, 80-იან, 90-იან, 2000-იან, 2010-იან და 2020-იან წლებში ახალი ალბომებით საუკეთესო ათეულებში დაიმკვიდრეს ადგილი.

ალბომი Number Ones თავდაპირველად 2003 წელს გამოიცა. თუმცა Billboard 200-ის უახლესი ჩარტის ტოპ ათეულში დაბრუნება დიდწილად ფილმ Michael-ის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს უკავშირდება. ბიოგრაფიული ფილმის პრემიერა აშშ-ის კინოთეატრებში 24 აპრილს შედგა და 10 მაისის მონაცემებით, მისმა შემოსავალმა აშშ-სა და კანადაში 240 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით მან Bohemian Rhapsody-საც გაუსწრო  და ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან მუსიკალურ-ბიოგრაფიულ ფილმად იქცა.

Billboard 200-ის ახალ ათეულში Number Ones-ს მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული ალბომი Thriller-იც შეუერთდა, რომელიც მე-7-დან მე-5 ადგილზე გადავიდა, რაც მისთვის ტოპ-ხუთეულში 1984 წლის მაისის შემდეგ პირველი დაბრუნებაა. აღსანიშნავია, რომ 1983-84 წლებში Thriller-მა პირველ ადგილზე 37 კვირა დაჰყო, ეს კი სოლო შემსრულებლის ალბომისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

გთავაზობთ მაიკლ ჯექსონის იმ თერთმეტი ალბომის ჩამონათვალს ათწლეულების მიხედვით, რომლებიც ტოპ-ათეულში შევიდა:

1970-იან წლები  – Ben (1972 წ.N. 5) და Off the Wall, რომელიც ტოპ 10-ში 1979 წელს შევიდა და 1980 წელს მესამე ადგილი დაიკავა.

1980-იანები წლები – Thriller და Bad – რომელიც 1987 წელს ექვსი კვირის განმავლობაში ლიდერობდა ჩარტს.

1990-იანები წლები – Dangerous (ოთხი კვირის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა 1991-92 წლებში) და HIStory: Past, Present and Future, Book I, რომელმაც 1995 წელს ორი კვირა გაატარა პირველ პოზიციაზე.

2000-იან წლები  – Invincible (ერთი კვირით იმყოფებოდა პირველ ადგილზე 2001 წელს) და ფილმის Michael Jackson’s This Is It საუნდტრეკი, რომელიც მომღერლის გარდაცვალების შემდეგ მისი პირველი ტოპ ალბომი გახდა და 2009 წელს ჩარტს ერთი კვირის განმავლობაში ლიდერობდა.

2010-იანებში Michael (N3, 2011) და Xscape (N2, 2014).

2020-იანებში კი მაიკლ ჯექსონის კიდევ ერთი ტოპ 10 ალბომი დაემატა Number Ones.

Billboard 200-ის ჩარტი აშშ-ში კვირის ყველაზე პოპულარულ ალბომებს ავლენს. რეიტინგი კი  კომპანია Luminate-ის მონაცემებს ეფუძნება, რომელიც ალბომების გაყიდვებს, ტრეკების ეკვივალენტურ მონაცემებს და სტრიმინგის ეკვივალენტურ ალბომებს მოიცავს.

2026 წლის 16 მაისით დათარიღებული ახალი ჩარტი სრულად Billboard-ის ვებგვერდზე 12 მაისს გამოქვეყნდება. ჩარტებთან დაკავშირებული სიახლეების მისაღებად კი გამოიწეროთ @billboard და @billboardcharts გვერდები ინსტაგრამსა და პლატფორმა  X-ზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Moby ბილი აილიშის შესახებ: „შვილები რომ მყავდეს, ვეტყოდი, რომ ბილისგან აეღოთ მაგალითი“

შემდეგი სტატია

ტონი დევისის ტრიო – Tatuza Jazz Club-ის მაისის თვის რეზიდენტი ბენდი 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი