Modular Friends – მოდულარული სინთეზისა და ვიზუალური ხელოვნების ცოცხალი დიალოგი Synthesia Lab-ში

17 მაისს Synthesia Lab-ში Modular Friends-ის მე-11 გამოშვება გაიმართება. ეს არის ღონისძიება, რომელიც მოდულარულ სინთეზს, იმპროვიზაციულ მუსიკასა და აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებას აერთიანებს.
Modular friends 011
Modular friends 011

პროექტი Modular Friends მოდულარული სინთეზის გარშემო შეკრებილ მუსიკოსებს, აუდიო-რეაქტიული ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენლებსა და ექსპერიმენტული კოლაბორაციების მოყვარულ არტისტებს აერთიანებს. ეს არის ცოცხალი შესრულება, იმპროვიზაცია და უნიკალური მუსიკალური კომპოზიციები, რომელიც არასოდეს განმეორდება, რაც საბოლოო ჯამში განსაკუთრებულ ღირებულებას ანიჭებს ფორმატს.

საღამოს ფარგლებში მსმენელის წინაშე წარდგებიან არტისტები: Neroli Kid / Giga Baindurashvili, William Tavadze, Lado Barnovi, Vaska, TeTe / Tetso / Vazha Marr, Masa Trippin / Shota / Wrong Fingers, AGAVA / Wayward Atom / Spilled Ambiences და Eddie Strxm. Jam Session-ს კი Marching Dog და Tamarma შეუერთდებიან.

ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება აუდიო-რეაქტიული ვიზუალური ხელოვნებაც, რომელზეც Skywalker, TusY, Progenol და Nenealism/ Jamanita/ Yoyo, She nocturne / Sophie Gvelkuashvili  იმუშავებენ.

„სინთეზისა და კოლექტიური მუსიკალური ხედვის გაზიარებასთან ერთად, ყველას გვაერთიანებს ცხოვრების წესი და გულწრფელი სურვილი, მოვახდინოთ მოდულარული მუსიკის პოპულარიზაცია და შევქმნათ ახალი გადაკვეთის წერტილები მუსიკოსებისა და სხვადასხვა მიმართულების არტისტებისთვის.

ბუნებასთან დიალოგი ჩვენთვის შთაგონების წყაროცაა, თავისუფლების გამოხატვის ფორმაც, ახლის შემეცნებაც და სიმშვიდეც. ამავდროულად, მნიშვნელოვანია დღის აქტივობების პოპულარიზაცია და ხელოვნების სფეროში მსგავსი ხედვის მქონე არტისტებთან, სივრცეებსა და სტრუქტურებთან თანაარსებობა. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ახალი ადამიანების გაცნობა, მეგობრობა და გამოცდილებების გაზიარებაა.“ –   ლევან შანშაიაშვილი – მუსიკოსი.

ღონისძიება, სახელწოდებით Modular Friends 011 15:00 საათზე Synthesia Lab-ში დაიწყება, ბილეთების შეძენა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ ინსტაგრამის პირადი შეტყობინების საშუალებით.

აღსანიშნავია, რომ Synthesia Lab წარმოადგენს კრეატიულ პლატფორმას, რომელიც ბგერის, ვიზუალური ხელოვნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილებს იკვლევს. ლაბორატორიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ელექტრონული მუსიკა, მულტიმედიური ხელოვნება და ციფრული ექსპერიმენტებია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bzikebi eurivision.com

საქართველოს  წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები” ევროვიზია 2026-ზე დღეს წარდგებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

Bzikebi eurivision.com

საქართველოს  წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები” ევროვიზია 2026-ზე დღეს წარდგებიან

12 მაისს ავსტრიის დედაქალაქში ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ვენა ევროვიზიის საიუბილეო, 70-ე კონკურსს მასპინძლობს.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Matthew Rolston

მაიკლ ჯექსონის ისტორიული რეკორდი: 70-იანი წლებიდან დღემდე, ყოველ ათწლეულში, ის Billboard 200-ის ათეულში ხვდება

მაიკლ ჯექსონის საუკეთესო ჰიტების კრებული - Number Ones მომღერლის მე-11 ტოპ-ათეულში შესული ალბომი გახდა.
მეტი

Moby ბილი აილიშის შესახებ: „შვილები რომ მყავდეს, ვეტყოდი, რომ ბილისგან აეღოთ მაგალითი“

Moby-ს ეს შეფასება მოჰყვა ბილი აილიშის ბოლოდროინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ხორცის ჭამა თავისთავად არასწორია“.
მეტი

„ბილბორდმა” ლოს-ანჯელესის პრესკლუბის სამხრეთ კალიფორნიის ჟურნალისტიკის დაჯილდოებაზე შვიდი ნომინაცია მოიპოვა

ნომინაციები მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის ფოტოგრაფიას, მხატვრულ სტატიებსა და კულტურის ახალ ამბებს.
მეტი

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი