ბექა გოჩიაშვილი და Electric Trio – რუსთაველის ეროვნულ თეატრში

2 ივნისს რუსთაველის ეროვნული თეატრი გამორჩეულ მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებს

ჯაზის, იმპროვიზაციისა და თანამედროვე მუსიკალური ექსპერიმენტების მოყვარულებს 2 ივნისს რუსთაველის ეროვნულ თეატრში განსაკუთრებული საღამო ელით. პიანისტი ბექა გოჩიაშვილი, ბასისტი ჯო კლივლენდი (Joe Cleveland) და დრამერი ედი რობერტსი (AD Roberts) მსმენელს  მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებენ, სადაც ქართული და საერთაშორისო მუსიკალური გამოცდილება ერთ სივრცეში გაჟღერდება. 

აღსანიშნავია, რომ ჯო კლივლენდი და ედი რობერტსი  ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგებიან. 

ბექა გოჩიაშვილი საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი ჯაზ-პიანისტია. მან საშემსრულებლო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო. მისი  ექსპრესიული შესრულებითა და ტექნიკური ვირტუოზულობით მსოფლიოს ყურადღება მალევე მიიპყრო. იგი საერთაშორისო სცენებსა და ფესტივალებზე ხშირად  მონაწილეობს, ასევე  თანამშრომლობს როგორც თანამედროვე ჯაზ-შემსრულებლების ახალ თაობასთან, ისე ლეგენდარულ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან სტენლი კლარკი, ჯონ პატიტუჩი და სხვები.


Electric Trio – ბექა გოჩიაშვილისა და ამერიკელი მუსიკოსების: ბასისტ ჯო კლივლენდის და დრამერ ედი რობერტსისგან შემდგარი მუსიკალური კოლექტივია, რომელიც მსმენელს დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება. ღონისძიების ორგანიზატორია  მულტიბრენდული კორპორაცია  Mono Hall. საღამოს კარი 19:00 საათზე გაიხსნება, ბილეთების შესაძენად კი ეწვით ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Charli xcx-მა ახალი მუსიკალური ვიდეო – Playboy Bunny გაავრცელა

შემდეგი სტატია

BTS ამერიკის მუსიკალური დაჯილდოების წლის არტისტი გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Bzikebi eurivision.com

საქართველოს  წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები” ევროვიზია 2026-ზე დღეს წარდგებიან

12 მაისს ავსტრიის დედაქალაქში ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ვენა ევროვიზიის საიუბილეო, 70-ე კონკურსს მასპინძლობს.
მეტი