ტეილორ სვიფტის სიმღერა, რომელიც ანიმაცია – Toy Story 5-ის საუნდტრეკია, პოპ-სუპერვარსკვლავს ქანთრის ჟანრსა და კინომუსიკაში აბრუნებს

Billboard-ის ახალ Pop Shop Podcast-ში ქეითი და კიტი განიხილავენ ყველაფერს, რაც ამ სიმღერის, I Knew It, I Knew You-ს შესახებ არის ცნობილი.
ტეილორ სვიფტი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. Christopher Polk/Billboard
ტეილორ სვიფტი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია.
Christopher Polk/Billboard

1 ივნისს პოპ-სუპერვარსკვლავმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამ პარასკევს ახალ სინგლს I Knew It, I Knew You გამოუშვებს, რომელიც საკულტო ანიმაციის, Toy Story 5-ის  საუნდტრეკი იქნება. 

ოფიციალური განცხადების მიხედვით, ნამუშევარი ტეილორ სვიფტის ქანთრის ფესვებთან დაბრუნებას აღნიშნავს და კოვბოი გოგონა ჯესის ისტორიითა და თავგადასავლებით არის შთაგონებული, რომელიც პირველად მაყურებელმა Toy Story 2-ში გაიცნო. 

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში ქეითი და კიტი ყველა იმ დეტალს განიხილავენ, რაც ამ დროისთვის ახალი სიმღერის შესახებ არის ცნობილი. წამყვანები ასევე საუბრობენ ტეილორ სვიფტის კინომუსიკაში დაბრუნებაზეც. ცნობისთვის, მას „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ ნომინაციაში „ოქროს გლობუსის“ ოთხი ნომინაცია აქვს მოპოვებული.

გარდა ამისა, გადაცემაში საუბრობენ Drake-ზე, რომელიც ალბომ ICEMAN-ით Billboard 200-ის ალბომების ჩარტში უკვე მეორე კვირაა, ლიდერ პოზიციაზეა, ხოლო მისი სინგლი Janice STFU ასევე მეორე კვირაა, Billboard Hot 100-ში პირველ ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ Drake-ის თხუთმეტი პირველადგილოსანი  ალბომიდან ICEMAN რიგით მეექვსეა, რომელმაც ჩარტის სათავეში ერთ კვირაზე მეტი დაჰყო, ხოლო სიმღერა Janice STFU მისი პირველი ტრეკია 2018 წლის შემდეგ, რომელიც ჩარტის სათავეში რამდენიმე კვირით დარჩა.

Billboard Pop Shop Podcast – ეს არის სივრცე, სადაც პოპ-მუსიკის სამყაროს ყველა მნიშვნელოვანი სიახლე იყრის თავს. აქ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩარტების ანალიზი, საინტერესო სტატისტიკა, ახალი რელიზები და ინტერვიუები პოპ-არტისტებთან. პოდკასტს ყოველკვირეულად Billboard-ის ციფრული დირექტორი ქეით ატკინსონი და Billboard-ის ჩარტებისა და მონაცემთა ოპერაციების მმართველი დირექტორი კით კოლფილდი უძღვებიან.
პოდკასტის მოსმენა შესაძლებელია Billboard-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე Apple Podcasts-სა და სხვა პლატფორმებზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

არტისტმა ანა ქორქაშვილმა კოტე მარჯანიშვილის თეატრის ახალი სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე იმუშავა

შემდეგი სტატია

Euphoria-ს შემქმნელის, სემ ლევინსონის თქმით, დრეიკი შოუს ერთ-ერთი პირველი გულშემატკივარი იყო და HBO-ს პროექტის დაწყებაში დაეხმარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი