Euphoria-ს შემქმნელის, სემ ლევინსონის თქმით, დრეიკი შოუს ერთ-ერთი პირველი გულშემატკივარი იყო და HBO-ს პროექტის დაწყებაში დაეხმარა

სემ ლევინსონმა ასევე დაადასტურა, რომ Euphoria მესამე სეზონის 90-წუთიანი ფინალური სერიით საბოლოოდ დასრულდა.
დრეიკი Euphoria-ს პირველი სეზონის პრემიერაზე

სერიალი Euphoria მესამე სეზონის ფინალური სერიით 31 მაისს დასრულდა. HBO-ს სერიალის შემქმნელი სემ ლევინსონი The New York Times-ის პოდკასტს – Popcast-ს ეწვია. მან შოუს ფინალზე ისაუბრა და ასევე შეეხო დრეიკის, როგორც აღმასრულებელი პროდიუსერის როლს.

ლევინსონმა დრეიკს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ ის შოუს ერთ-ერთი პირველი გულშემატკივარი იყო. მისივე თქმით, დრეიკის მხარდაჭერამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჯერ კიდევ იქამდე, სანამ 2019 წელს პირველი სეზონი ეთერში გავიდოდა.

„დრეიკი სცენარს ძალიან ადრეულ ეტაპზე გაეცნო. ეს ის პერიოდია, როდესაც HBO ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული შოუს წარმატებაში. მან თქვა: მინდა პროდიუსერად შემოვუერთდე გუნდს, მინდა ვიყო აღმასრულებელი პროდიუსერი. მან HBO-ს თავდაჯერებულობა შემატა და ამისთვის ყოველთვის მადლობელი ვიქნები,” – გაიხსენა სემ ლევინსონმა, რომელიც Euphoria-ს შემქმნელი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერია. მან განმარტა, რომ დრეიკის, როგორც აღმასრულებელი პროდიუსერის როლი უფრო მეტად შოუს პოპულარიზაციასა და მარკეტინგში გამოიხატებოდა, ვიდრე სცენართან დაკავშირებული რჩევების მიცემაში. 

„ყოველთვის გჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვებსაც თავდაჯერებულობას მატებენ. დრეიკი სწორედ ასეთი მხარდამჭერი აღმოჩნდა,” – აღნიშნა ლევინსონმა.

დრეიკის სერიალის აღმასრულებელ პროდიუსერად დანიშვნა ჯერ კიდევ 2018 წელს გამოცხადდა. სცენარმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რაც გასაკვირი არ არის – არტისტმა კარიერა სწორედ მსახიობობით დაიწყო. ის მონაწილეობდა  სერიალში, სახელწოდებით Degrassi და ასევე იყო Netflix-ის სერიალის, Top Boy-ს 2019 წლის ვერსიის აღმასრულებელი პროდიუსერი.

სემ ლევინსონმა ასევე დაადასტურა, რომ 7 წლის შემდეგ, Euphoria მესამე სეზონის 90-წუთიანი ფინალური სერიით საბოლოოდ დასრულდა. მოგვიანებით Variety-სთან საუბარში HBO-ს წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ შოუ დასრულებულია.

Euphoria რეპის სამყაროსთან 2024 წელსაც გადაიკვეთა, როდესაც კენდრიკ ლამარისა და დრეიკის დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა. კენდრიკმა დრეიკისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ტრეკს სახელი სწორედ შოუს მიხედვით დაარქვა. 

ამჟამად დრეიკი ყურადღების ცენტრშია თავისი ახალი ალბომით ICEMAN, რომელიც უკვე მეორე კვირაა, Billboard 200-ის სათავეშია. 28 მაისით დათარიღებულ კვირაში, შეერთებული შტატების მასშტაბით, ალბომის 225 000 ეკვივალენტური ერთეული გაიყიდა.

ნახეთ სემ ლევინსონის ინტერვიუ: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტეილორ სვიფტი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. Christopher Polk/Billboard

ტეილორ სვიფტის სიმღერა, რომელიც ანიმაცია – Toy Story 5-ის საუნდტრეკია, პოპ-სუპერვარსკვლავს ქანთრის ჟანრსა და კინომუსიკაში აბრუნებს

შემდეგი სტატია

Charli xcx ახალი ალბომის გამოშვების თარიღს ასახელებს, რომლის ყდისთვისაც მან მარტინ სკორსეზე მიიწვია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი