რონალდინიო ვარსკვლავებით დატვირთულ ალბომს აანონსებს, სახელწოდებით CAMISA 10

ეს ფეხბურთელის მუსიკალური ლეიბლის, Tu Música-ს პირველი რელიზი იქნება.
რონალდინიო
TU MÚSICA

Ronaldinho მუსიკალურ ინდუსტრიაში საქმიანობის გაფართოების მორიგ ეტაპზე გადადის. ფეხბურთის ბრაზილიელმა ლეგენდამ ალბომი CAMISA 10 წარადგინა, რომელიც, Billboard-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მისი ახალი გლობალური მუსიკალური ბრენდისა და ლეიბლის, Tu Música-ს პირველი რელიზი იქნება. პროექტი 9 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატამდე ცოტა ხნით ადრე გამოვა.

პროექტის მთავარი სახეა შონ პოლი – იამაიკელი ვარსკვლავი, რომელიც ალბომის სახელწოდების მქონე სიმღერას ასრულებს და უძღვება საერთაშორისო არტისტების ფართო შემადგენლობას, რომლებიც რონალდინიოს უახლეს პროექტში არიან გაერთიანებული.

„რონალდინიო ლეგენდაა და ძალიან მადლობელი, აღტაცებული და ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად ამ პროექტის ნაწილი გავხდი გლობალური ფეხბურთისთვის ასეთ განსაკუთრებულ მომენტში – მსოფლიოს უდიდესი სანახაობის წინ,” – ამბობს შონ პოლი „ბილბორდისთვის” გაზიარებულ განცხადებაში. „ეს სიმღერა შექმნილია, რათა შთააგონოს ყველას, ვინც  ცხოვრების გზაზე წინსვლას ამაყად განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი გოგონაზეა, მასში გამარჯვების განცდა იგრძნობა და იდეალურ მოტივაციას ქმნის როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე მათი ფანებისთვის, რომლებიც ყველაფერს გაიღებენ მათი საყვარელი გუნდების მხარდასაჭერად.” 

შონ პოლი
Tu Música

„შონ პოლს დიდი ხანია, ვიცნობ. ის ჩემს ძალიან ბევრ წვეულებაზე უკრავდა თავის ჰიტებს, რომლებიც არასდროს დაგვავიწყდება,” – აღნიშნა რონალდინიომ. „ეს ალბომი საერთაშორისო ვარსკვლავების დიდ გუნდს აერთიანებს და ჩემთვის ეს ახდენილი ოცნებაა, რადგან მუსიკა ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო.”

ალბომი პირველი დიდი პროექტია მას შემდეგ, რაც რონალდინიომ მარტში მუსიკალური ბრენდი Tu Música დააარსა. ლეიბლი პოზიციონირებს, როგორც ახალი პლატფორმა, რომლის მიზანია არტისტების, კულტურებისა და ბაზრების გაერთიანება ფართომასშტაბიანი მუსიკის შექმნითა და დისტრიბუციით. ბრენდის თავდაპირველი ფოკუსი ლათინურ ამერიკაზეა, რასთან ერთადაც ის გლობალურ გაფართოებასაც გეგმავს. 

CAMISA 10 ჯამში 44 არტისტს აერთიანებს 18 ქვეყნიდან, რომელთა შორისაა: აშშ, მექსიკა, კოლუმბია, არგენტინა, ვენესუელა, ბრაზილია, ესპანეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და იამაიკა. მუსიკალური ჟანრები კი მოიცავს დენსჰოლს, რეგეტონს, ლათინურ პოპს, მექსიკურ მუსიკას, აფრობიტსს, პისეიროსს და ურბან მუსიკას. 

ალბომის სახელწოდება პატივს მიაგებს 10-ნომრიან მაისურს, რომელიც სპორტის ყველაზე საკულტო ფეხბურთელებთან ასოცირდება. ათიანი იყო თავად რონალდინიოც, რომელმაც ეს ნომერი თავისი ლეგენდის ნაწილად აქცია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანი აღიარებს, რომ A$AP Rocky-სთან რეპ-ბეთლს წააგებს, თუმცა ამბობს, რომ რეპერთან თანამშრომლობა სურს

შემდეგი სტატია

Moses Yoofee Trio თბილისში – გერმანული ჯაზის გამორჩეული კოლექტივი Tatuza jazz club-ის სცენაზე წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი

შერი და სხვა არაერთი ვარსკვლავი ბობ მაკის გარდაცვალებას ეხმაურება

შერისთან თანამშრომლობა მაკის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო, თუმცა ათწლეულების განმავლობაში მისი ცნობილი კოსტიუმებით პოპკულტურის არაერთი ცნობილი სახე გამოჩნდა.
მეტი

„ბჟა დო თუთა“  – Tamada-ს და ჯეგე სახოკიას ახალი მეგრული კომპოზიცია 

„ბჟა დო თუთა“ Tamada-სა და ჯეგე სახოკიას კოლაბორაციული ნამუშევარია, რომლის ტექსტიც ზეინაბ სარიას ლექსის მიხედვითაა შექმნილი.
მეტი