ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანი აღიარებს, რომ A$AP Rocky-სთან რეპ-ბეთლს წააგებს, თუმცა ამბობს, რომ რეპერთან თანამშრომლობა სურს

A$AP Rocky-მ არაერთხელ განაცხადა, რომ ნიუ-იორკის მერობა სურს და შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას სერიოზულად გეგმავს.
ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანი
GETTY IMAGES FOR THE COCA COLA

A$AP Rocky ნიუ-იორკის მერის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და მზადაა, მოქმედ მერს, ზოჰრან მამდანის რეპ-ბეთლშიც კი დაუპირისპირდეს. აღსანიშნავია, რომ მამდანი წარსულში თავადაც რეპავდა. 

მოქმედი მერი A$AP Rocky-ს რეპში დაპირისპირების  მზადყოფნას გამოეხმაურა და აღიარა, რომ Rocky მას აუცილებლად დაამარცხებს.

„მერმა მამდანიმ კარგად იცის, რომ Lord Flacko-სთან რეპ-ბეთლს წააგებს,“ – განაცხადა მერის პრესმდივნის მოადგილემ, ჯერემი ედვარდსმა Billboard-თან საუბრისას.

მიუხედავად ამისა, პრესმდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ მერს იმედი აქვს, მომავალში Rocky-სთან ერთად იმუშავებს, რათა ნიუ-იორკი ადგილობრივებისთვის უფრო იაფ და  საცხოვრებლად უკეთეს ქალაქად აქციონ.

მამდანისა და Rocky-ს შორის ეს მეგობრული კონკურენცია Met Gala-ზე დაიწყო, სადაც რეპერს მერთან შესაძლო ბეთლზე ხუმრობით ჰკითხეს. თემა კვლავ აქტუალური გახდა ამ კვირის დასაწყისში, როცა ჟურნალ VIBE-ში Rocky-ს ინტერვიუ გამოქვეყნდა. 

„მამდანი ჩემამდე ვერ მოვა. მის ადგილს უკვე ვუმიზნებ, სადღაც ოთხ წელიწადში მერი მაიერსი (რეპერის ნამდვილი გვარი) ვიქნები. თუ ბეთლი უნდა, არ ვარ წინააღდეგი, შევეჯიბროთ და თუ დებატები უნდა, არც ეგ არის პრობლემა,” – თქვა A$AP Rocky-მ.

რეპერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მერობისთვის ბრძოლას სერიოზულად აპირებს: „ხუმრობის გარეშე, მართლა ვაპირებ კენჭისყრას. დაელოდეთ და ნახეთ, რა მოხდება.“

ამჟამად არტისტი ახალი ალბომის მხარდამჭერ მსოფლიო ტურნეშია. 4 ივნისს ის ფილადელფიაში მართავს კონცერტს, შემდეგ კი ნიუ-იორკში ბრუნდება, სადაც 7ივნისს ქუინსში, ფესტივალ Governors Ball-ზე მთავარი შემსრულებელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 8-წლიანი პაუზის შემდეგ, A$AP Rocky-მ იანვარში ახალი ალბომი – Don’t Be Dumb გამოსცა, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ მუსიკოსები, რომლებიც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ალბომში მოხვდნენ

შემდეგი სტატია

რონალდინიო ვარსკვლავებით დატვირთულ ალბომს აანონსებს, სახელწოდებით CAMISA 10

შეიძლება დაგაინტერესოთ

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი

შერი და სხვა არაერთი ვარსკვლავი ბობ მაკის გარდაცვალებას ეხმაურება

შერისთან თანამშრომლობა მაკის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო, თუმცა ათწლეულების განმავლობაში მისი ცნობილი კოსტიუმებით პოპკულტურის არაერთი ცნობილი სახე გამოჩნდა.
მეტი

„ბჟა დო თუთა“  – Tamada-ს და ჯეგე სახოკიას ახალი მეგრული კომპოზიცია 

„ბჟა დო თუთა“ Tamada-სა და ჯეგე სახოკიას კოლაბორაციული ნამუშევარია, რომლის ტექსტიც ზეინაბ სარიას ლექსის მიხედვითაა შექმნილი.
მეტი