Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ – Mebo Renard

მუსიკოსმა მებო ნუცუბიძემ, რომელიც მსმენელისთვის Mebo Renard-ის სახელით არის ცნობილი, ახალი სინგლი „გადის დრო“ წარადგინა. 

სიმღერა მებოს შემოქმედებაში კიდევ ერთი ემოციური ნამუშევარია, რომელიც მსმენელს საკუთარი ინტერპრეტაციის თავისუფლებას უტოვებს. ავტორის თქმით, სიმღერის მთავარი გზავნილი წინასწარ განსაზღვრული არ არის და თითოეულ ადამიანს შეუძლია ის საკუთარ გამოცდილებასა და განცდებს მოარგოს.

Mebo Renard – მუსიკოსი:

„ამ სიმღერის შექმნას აქვს განსხვავებული ისტორია. წინა სიმღერას – „რამდენს“, იუთუბზე ძალიან საინტერესო კომენტარები აქვს. შევდივარ და ვკითხულობ ხოლმე. ჰოდა, შეიძლება უცნაურად და დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ სწორედ ამ კომენტარებმა დამაწერინა ეს სიმღერა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ შთაგონებად შეიძლება იქცეს ნებისმიერი რამ.

ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ, მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.

ძირითადი მესიჯი არ ვიცი, მირჩევნია ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს და მოარგოს ამა თუ იმ სათქმელს. საბოლოოდ მაინც ეგრე ხდება ხოლმე: მუსიკოსი ქმნის და მერე აღარ აქვს კონტროლი იმაზე, თუ რა ცხოვრებით იცხოვრებს ესა თუ ის სიმღერა.

„გადის დრო“ შეიძლება იყოს განშორებებზეც, მაგრამ ასევე ბედნიერ ურთიერთობებზეც, როცა აცნობიერებ, რომ ყოველი წამი ძვირფასია. ასე რომ, მსმემენლმა თვითონ გადაწყვიტოს და ვნახოთ, ამჯერად რა ტიპის კომენტარები გაჩნდება ამ სიმღერაზე.

ცალკე უნდა გამოვყოთ ის ხალხი, ვინც იმუშავა ამ სიმღერაზე: ლევან სიდიანი – სიმღერის თანაპროდიუსერი, ბეთხო – მიქსინგის და მასტერინგის ავტორი და აუცილებლად ცალკე უნდა აღვნიშნოთ ნუზი – ადამიანი, ვინც შექმნა ამ სიმღერის ქავერ არტი და ვიდეო.”

მოისმინეთ Mebo Renard-ის ახალი სიმღერა, რომელიც უკვე ყველა მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

შემდეგი სტატია

„სათამაშოების ისტორია 5-მა” რეკორდულ, 160 მილიონი დოლარის სადებიუტო შემოსავალს მიაღწია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი