ბილი აიდოლი და სტივ სტივენსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლამდე ჰოლივუდის Rockwalk-ში შეიყვანეს

„სტივთან ერთად საოცარი დრო გავატარე. მან ჩემი ბევრი გიჟური იდეა რეალობად აქცია,“ – განაცხადა ბილი აიდოლმა ღონისძიებაზე.
სტივ სტივენსი და ბილი აიდოლი გიტარის ცენტრის ჰოლივუდ Rockwalk-ზე. 2026 წლის 23 ივნისი, ლოს-ანჯელესი. Katie Flores/Variety
სტივ სტივენსი და ბილი აიდოლი გიტარის ცენტრის ჰოლივუდ Rockwalk-ზე. 2026 წლის 23 ივნისი, ლოს-ანჯელესი.
Katie Flores/Variety

თითქმის ხუთი თვით ადრე, სანამ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში (Rock & Roll Hall of Fame) ბილი აიდოლს და მის გიტარისტ სტივ სტივენსს ოფიციალურად შეიყვანენ, მუსიკოსები 23 ივნისს Hollywood Rockwalk-ში შევიდნენ. საზეიმო ცერემონია Sunset Boulevard-ზე, Guitar Center-ის მთავარ ჰოლივუდის ფილიალში გაიმართა. 

ცერემონიის წამყვანი ლეგენდარული რადიოწამყვანი რიჩარდ ბლეიდი იყო. ბილი აიდოლმა და სტივ სტივენსმა ეს მოვლენა ხელის ანაბეჭდების დატოვების ტრადიციული ცერემონიით აღნიშნეს. მუსიკოსები 150-ზე მეტ არტისტსა და ნოვატორს შეუერთდნენ, რომელთაც Rockwalk 1985 წელს დაარსების დღიდან აჯილდოებს. გამორჩეულ არტისტებს შორის არიან: ერიკ კლეპტონი, ჯონ ლენონი, სტივი უანდერი, Aerosmith, ჯენის ჯოპლინი, ჯიმი ჰენდრიქსი, ალანის მორისეტი, Black Sabbath, The Ramones, ელვის პრესლი და ჯონი კეში. 

„სტივთან ერთად საოცარი დრო გავატარე. მან ჩემი ბევრი გიჟური იდეა რეალობად აქცია. ეს მართლაც განსაკუთრებული და წარმოუდგენელი მომენტია და ამ თანამშრომლობის ყოველი წუთით ვისიამოვნე. არაჩვეულებრივია, რომ Guitar Center-ის Rockwalk-ზე ერთდროულად დაგვაფასეს,“ – განაცხადა ბილი აიდოლმა.

ეს აღიარება სტივ სტივენსმაც აღნიშნა: 

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ახლა Guitar Center-ის Rockwalk-ზე ამ გამორჩეული მუსიკოსების გვერდით ვიკავებთ ადგილს. ეს კი უპირველეს ყოვლისა, არის დასტური 45 წელზე მეტი ხნის ერთგული მეგობრობის, ბევრი მხიარულებისა და შესანიშნავი სიმღერების, რომლებიც ახლა უკვე მთელ მსოფლიოს ეკუთვნის“.

Guitar Center-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გეიბ დალპორტომ აღნიშნა, რომ Hollywood Rockwalk-ის მიზანი იმ არტისტების დაფასებაა, რომლებმაც მუსიკალურ კულტურაზე წარუშლელი კვალი დატოვეს:

„ბილი აიდოლმა და სტივ სტივენსმა მუსიკოსების არაერთ თაობას მისცეს ინსპირაცია და შექმნეს სრულიად ახალი ჟღერადობები. Guitar Center-ს კი წილად ხვდა პატივი, ამ მოგზაურობის ნაწილი ყოფილიყო,“ – განაცხადა გეიბ დალპორტომ.

Hollywood Rockwalk  1985 წლიდან 2018 წლამდე, თითქმის ყოველწლიურად იმართებოდა (გამონაკლისი მხოლოდ 2009 წელი იყო). მოგვიანებით პროექტი ნაწილობრივ პანდემიის და ნაწილობრივ  Guitar Center-ის პრიორიტეტების შეცვლის გამო შეჩერდა. 2024 წელს კი პლატფორმა კვლავ აღდგა, Rockwalk-ის საპატიო ჯილდოს აღდგენის შემდეგ პირველად ეს პატივი გარი კლარკ უმცროსს მიენიჭა. 

25 მაისს, American Music Awards-ის დაჯილდოებაზე, ბილი აიდოლმა მიიღო ჯილდო მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (Lifetime Achievement Award), სადაც მან და სტივ სტივენსმა სამი ლეგენდარული ჰიტი შეასრულეს: White Wedding, Eyes Without a Face და Dancing With Myself.

14 ნოემბერს კი, ლოს-ანჯელესის Peacock Theater-ში გასამართ ცერემონიაზე, ბილი აიდოლს და სტივ სტივენსს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ოფიციალურად შეიყვანენ. ეს იქნება მეორე შემთხვევა ისტორიაში, როდესაც სოლო შემსრულებელთან ერთად დარბაზის წევრი მისი ბენდის მუსიკოსიც გახდება. ოთხი წლის წინ, პეტ ბენატართან ერთად, დიდების დარბაზში მისი მეუღლე, გიტარისტი და მთავარი მუსიკალური პარტნიორი ნილ ჯირალდო შეიყვანეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

„ბილბორდმა” ლოს-ანჯელესის პრესკლუბის სამხრეთ კალიფორნიის ჟურნალისტიკის დაჯილდოებაზე შვიდი ნომინაცია მოიპოვა

ნომინაციები მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის ფოტოგრაფიას, მხატვრულ სტატიებსა და კულტურის ახალ ამბებს.
მეტი

ნახეთ როსალიას სრული სიტყვა “ბილბორდის” 2026 წლის Latin Women in Music-ის დაჯილდოებაზე, სადაც ის წლის ქალად დასახელდა

„ძალიან მინდა, ადამიანებს ეშინოდეთ იმ ქალების, რომლებიც ჩემს სიმღერებს უსმენენ.”
მეტი