„ტიტრები“ – ზურა ჯიშკარიანმა ახალი EP გამოუშვა

ალბომი გამოიცა ერთიანი ვიდეოს სახით, რომლის რეჟისორი ერეკლე ხელაშვილია.
DillaNext
„ტიტრები“

ზურა ჯიშკარიანმა, ფსევდონიმით DillaNext, ახალი EP სახელწოდებით „ტიტრები“ წარადგინა. ალბომი 10-წუთიანი ვიზუალური ნამუშევრის სახით გამოიცა, რომლის რეჟისორი ერეკლე ხელაშვილია.

სრული EP-ის გამოცემამდე არტისტმა მასში შემავალი სინგლების ვიდეოფრაგმენტები გაავრცელა, რომლებითაც „ტიტრების“ გამოსვლა დააანონსა. 

„ამ EP-ში ყველა ტრეკი სხვადასხვა ჟანრისაა, როგორც სხვადასხვაჟანრული ფილმის სხვადასხვაჟანრული მუსიკა,”– დაწერა ზურა ჯიშკარიანმა ალბომის გამოცემამდე გამოქვეყნებულ პოსტში.

ზურა ჯიშკარიანი თანამედროვე ქართველი მწერალი, მუსიკოსი და მულტიმედია არტისტია. მისი მუსიკალური შემოქმედების სხვადასხვა ეტაპი არაერთ ცნობილ პროექტს მოიცავს, მათ შორის არის Kung Fu Junkie და KayaKata.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოლივია როდრიგო

ოლივია როდრიგოს You Seem Pretty Sad მეორე კვირაა Billboard 200-ის სათავეშია

შემდეგი სტატია

Coldplay, კრის მარტინი 2024 წლის Billboard Music Awards-ზე. Anna Lee/Penske Media

Coldplay-ს ადრეული სტუდიური ჩანაწერები და კრის მარტინის აქამდე უცნობი დემო-ვერსია ფილმისთვის „ჯეიმს ბონდი“ აუქციონზე გაიყიდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი

OASIS-ის 2025 წლის ტურნეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორები განმარტავენ, თუ რატომ დამალეს კამერები გადაღებისას

OASIS: DON’T LOOK BACK IN ANGER-ის პრემიერა სექტემბერში, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.
მეტი