Tbilisi Open Air 2026 გაიხსნა – პირველი საფესტივალო დღის მიმოხილვა

Tbilisi Open Air-ის გამხსნელი დღე ფესტივალის მთავარი ჰედლაინერის – Slowdive-ის პერფორმანსით დაიხურა.
Slowdive/Tbilisi Open Air
ფოტო: გიო მაჭავარიანი/Billboard Georgia

5 ივლისს Tbilisi Open Air 2026 გაიხსნა. ფესტივალი მსმენელს მე-15 საიუბილეო სეზონით დაუბრუნდა. მთავარმა სცენამ ტრადიციულად გააერთიანა ქართველი და უცხოელი შემსრულებლები.

ფესტივალის პირველი ნაწილი ქართველ შემსრულებლებს დაეთმო. მთავარ სცენაზე პირველი გამხსნელი აქტით მსმენელის წინაშე AlterVision-ის კონკურსის – Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებული, ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ მუსიკალური პროექტი – OCD წარდგა.

OCD/Tbilisi Open Air
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

ამის შემდეგ სცენაზე ქართული ალტერნატიული ბენდი Afternoon Version გამოვიდა. ბენდმა, რომელიც 1993 წელს ჩამოყალიბდა, შეასრულა სინგლები თავისი მრავალწლიანი დისკოგრაფიიდან.

Afternoon Version/Tbilisi Open Air
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

ფესტივალის მთავარ სცენაზე პირველი საერთაშორისო გამომსვლელი Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთი ჰედლაინერი, შვედი მუსიკოსი და სიმღერების ავტორი, ჯეი-ჯეი იოჰანსონი იყო. არტისტს ქართველი მსმენელი უკვე კარგად იცნობს, რადგან მან ბოლო 10 წელიწადში თბილისში არაერთი კონცერტი გამართა. ჯეი-ჯეი იოჰანსონის სეტლისტი მოიცავდა მის ისეთ ცნობილ ჰიტებს, როგორებიცაა: On the Radio, So Tell the Girl That I Am Back in Town, It Hurts Me So და სხვა. არტისტმა თავისი გამოსვლა დაასრულა Sex Pistols-ის ბასისტის, სიდ ვიშესის სიმღერის – My Way-ს ქავერ ვერსიით. აღსანიშნავია, რომ ჯეი-ჯეი იოჰანსონის პერფორმანსი აუდიტორიასთან კომუნიკაციით გამოირჩეოდა.

ჯეი-ჯეი იოჰანსონი/ Tbilisi Open Air
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

Tbilisi Open Air-ის გამხსნელ დღეს მსმენელმა ქართველი არტისტების კოლაბორაციაც იხილა – სცენაზე ბენდები MokuMoku და Skazz ერთობლივი პერფორმანსით წარდგნენ.

MokuMoku x SKAZZ/Tbilisi Open Air
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

ფესტივალის პირველი დღის ლაინაფის ნაწილი იყო გამორჩეული ქართული ინდი-როკ ბენდი Bedford Falls. ბენდმა ფესტივალის მსმენელისათვის, ძველ ჰიტებთან ერთად, შეასრულა სიმღერები ახალი ალბომიდან, რომელიც 2026 წლის მარტში გამოიცა.

Bedford Falls/Tbilisi Open Air
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

Tbilisi Open Air-ის გამხსნელი დღე ფესტივალის მთავარი ჰედლაინერის – Slowdive-ის პერფორმანსით დაიხურა. ბრიტანული შუგეიზის აღიარებული ბენდი, რომელიც 1989 წელს ჩამოყალიბდა, საქართველოს პირველად ეწვია.

Slowdive/Tbilisi Open Air
ფოტო: გიო მაჭავარიანი/Billboard Georgia

მთავარი სცენის დასრულების შემდეგ გაიხსნა Zion Garden და MZESUMZIRA-ს სცენა, რომელიც ფესტივალს წელს პირველად შეუერთდა. რაც შეეხება Zion Garden-ს, სცენა წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამ თარიღის აღსანიშნავად ის მსოფლიოში ცნობილ პროდიუსერს, Ace Ventura-ს დაეთმო.

Tbilisi Open Air
ფოტო: გიო მაჭავარიანი/Billboard Georgia

წელს Tbilisi Open Air ორი დღის განმავლობაში გრძელდება. ფესტივალი 5 ივლისს დაიხურება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Mango – კორძი, ლიკუნა თუთისანი, Mechanical Rainbow, ნიკალა და ლუკა ქიტიაშვილი ერთობლივ ნამუშევარს აზიარებენ

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნიმ ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილში Beatles-ის კლასიკა გააცოცხლა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი