ქარდი ბიმ ახალი სინგლი Ah Ha გამოსცა

ეს 2026 წელს რეპერის პირველი სინგლია.
ქარდი ბი 2026 წლის მეტ გალაზე
MICHAEL BUCKNER/PENSKE MEDIA

ქარდი ბის სურს, რომ ამ ზაფხულს საცეკვაო კლუბებში გაერთოთ. ბრონქსში დაბადებული რეპერი წლის პირველი სინგლით დაბრუნდა – Ah Ha, რომელიც სტრიმინგ პლატფორმებზე 31 ივლისს გამოვიდა. 

ქარდის გულშემატკივრები აღტაცებული დარჩნენ, როცა 27 ივლისს რეპერმა ახალი სინგლის ფრაგმენტი გაავრცელა. ვიდეოში ის დომინიკის რესპუბლიკის დროშის დიზაინის ბიკინით სანაპიროზე სეირნობს და სიმღერას ასრულებს.

მზარდი ინტერესის ფონზე კი ქარდიმ და Atlantic Records-მა დრო არ დაკარგეს და ახალი, დასამახსოვრებელი მელოდიის მქონე სიმღერის გამოსვლის თარიღი მალევე დააანონსეს. გრემის მფლობელმა არტისტმა ამის შესახებ 29 ივლისს განაცხადა.

ახალ სიმღერაში ქარდი დონალდ ტრამპსაც აკრიტიკებს: „კლუბთან გაჩერებული შავი ჯიპები ტრამპს მაგონებს, ჯანდაბა მას/ არავის არასდროს გაუბედავს ჩემთან თამაში,” – რეპავს არტისტი.

მიუხედავად იმისა, რომ Ah Ha-მდე ახალი მუსიკა არ გამოუცია, 2026 წელი მისთვის მაინც საკმაოდ დატვირთული იყო. ქარდიმ წელი Little Miss Drama ტურნეთი დაიწყო, რომელიც მისი პირველი ჩრდილოამერიკული ტურნე იყო ჰედლაინერის სტატუსით. 33 წლის არტისტი ასევე გახდა „ბილბორდის” 2026 წლის პირველი ნახევრის ყველაზე პოპულარული რეპერი ქალების რეიტინგის ლიდერი. 

ჯერჯერობით უცნობია, Ah Ha ქარდი ბის ახალი მუსიკალური ეპოქის დასაწყისია თუ უბრალოდ ცალკეული სინგლი. რეპერის მეორე ალბომი Am I the Drama? 2025 წლის სექტემბერში გამოვიდა და Billboard 200-ის ლიდერობა მოიპოვა. 

მოუსმინეთ Ah Ha-ს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კეროლ ჯიმ ახალი ალბომი დააანონსა

შემდეგი სტატია

Moby ქართველი აუდიტორიის წინაშე პირველად წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველი არტისტი, რომლის ახალი სინგლი TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა

სინგლი – Take Me There ოფიციალურად 2026 წლის 3 აპრილს გამოვიდა და მოკლე დროში მოიპოვა წარმატება. სიმღერის მუსიკალურ ვიდეოს YouTube-ზე უკვე 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
მეტი
მაილი საირუსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, რომელიც Dolby Theatre-ში გაიმართა, 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ პროექტზე მუშაობს: „ეს ალბომი სიყვარულის ისტორიაა“

ინფორმაცია მაილი საირუსმა ახალ ხმისჩამწერ ლეიბლთან, Atlantic Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაავრცელა
მეტი

ტომ მორელო პირველ სოლო როკალბომს გამოსცემს, რომელშიც ანტიფაშისტური და ანტირასისტული სიმღერები შევა

მუსიკოსმა ასვეე გამოსცა ახალი სიმღერა Date Night იმ გოგონებზე, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები მოკლეს.
მეტი