Moby ქართველი აუდიტორიის წინაშე პირველად წარდგა

კონცერტი Flitz Collective-ის ორგანიზებით ჩატარდა.
Moby
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

30 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე Moby-ს კონცერტი გაიმართა. ლაივი Flitz Collective-ის ორგანიზებით ჩატარდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მობი ქართველი აუდიტორიის წინაშე წარდგა. არტისტი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვია, რომელიც ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში კონცერტებს მოიცავს.

Moby-მ ლაივი გახსნა ტრეკით – Bodyrock, რომელიც 1999 წლის საკულტო ალბომის, Play-ს ერთ-ერთი ცნობილი სინგლია. ლაივზე ასევე შესრულდა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა: In My Heart, Why Does My Heart Feel So Bad?, Honey, Natural Blues, Flower, Porcelain. კონცერტი დასრულდა Moby-ს 1994 წლის ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული და საკულტო ტრეკით – Feeling So Real, რომელიც შესულია არტისტის მესამე სტუდიურ ალბომში – Everything Is Wrong. 

არტისტმა აუდიტორიას ქართულ ენაზე რამდენჯერმე გადაუხადა მადლობა.

აღსანიშნავია, რომ Moby-ს გამოსვლამდე სცენა ქართველ შემსრულებლებს დაეთმო. გამხსნელი აქტი ჯგუფმა Circus Mircus-მა შეასრულა.

Moby თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, რომლის კარიერა 30 წელზე მეტს ითვლის. ამ დროის განმავლობაში არტისტმა მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ელექტრონული, ემბიენტისა და ალტერნატიული მუსიკის განვითარებაზე. მისი დისკოგრაფია მოიცავს არაეთ საკულტო ალბომს, მაგალითად როგორიცაა Play, რომლის ტრეკებიც არაერთ ფილმსა და სერიალში გაჟღერდა. 

Moby Live 26
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

კულისებში Billboard Georgia არტისტს შეხვდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც მალე გამოცემის ვებგვერდსა და სოციალური ქსელების არხებზე განთავსდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქარდი ბიმ ახალი სინგლი Ah Ha გამოსცა

შემდეგი სტატია

Murman Tsuladze - Ik Tarara (Official video

მურმან წულაძის ახალი მუსიკალური კლიპი სიმღერისთვის – Ik Tarara

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი