კანიე უესტმა ახალი მუსიკალური ვიდეო დაანონსა. კლიპი გადაღებულია დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილ ტრეკზე OK, რომელიც მის ბოლო ალბომში – Bully-შია შესული.
ვიდეოს რეჟისორი და კრეატიული დირექტორი ბიანკა სენსორია. ეს მისი მეოთხე სარეჟისორო ნამუშევარია. მანამდე სენსორიმ Ye-ს ისეთ ვიდეოებზე იმუშავა, როგორებიცაა: Father, King და Gemini Season.
ვიდეო საოპერაციო ბლოკშია გადაღებული. მასში ჩანს, როგორ მუშაობენ ექიმები Ye-ს სხეულზე, საიდანაც სხვადასხვა ნივთს იღებენ. როგორც პრესრელიზშია განმარტებული, სენსორი აქცენტს ობიექტებსა და გარემოზე აკეთებს, რათა ვიზუალური ნამუშევრის დაფარული შინაარსი ამგვარად გადმოსცეს.
მუსიკალური ვიდეოს გამოშვებამდე Ye-მ პრემიერა დააანონსა ფოტოთი, რომელზეც ის და ტოლივერი გადაღების მოედანზე ერთად არიან აღბეჭდილნი.
ამჟამად კანიე უესტი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში შოუებს მართავს. 2026 წლის 12 ივნისს არტისტის კონცერტი, Starring Georgia-ს ორგანიზებით, თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა. YE 70 000 მსმენელის წინაშე დედამიწის ფორმის, 360-გრადუსიან სცენაზე წარდგა.