„წინწყაროს” თანამედროვე ვერსია ბიბი კვაჭაძისა და გიორგი უშიკიშვილისგან

ნამუშევარი ჰამლეტ გონაშვილს ეძღვნება.

ბიბი კვაჭაძემ ახალი ნამუშევარი გამოსცა. მუსიკოსმა მსმენელს „წინწყაროს” საკუთარი ვერსია შესთავაზა, რომელსაც გიორგი უშიკიშვილი ასრულებს. „წინწყარო (Bibi’s Version)” კახური სატრფიალო სიმღერის ყველასთვის ნაცნობ ვოკალს სრულიად თანამედროვე არანჟირებასთან აერთიანებს. 

„მთელი ცხოვრება მინდოდა ამ ვერსიის გაკეთება და სულ ვფიქრობდი, თუ როგორ გამეკეთებინა. დავურეკე გიორგი უშიკიშვილს, ავუხსენი, რა მინდოდა და ამ ექსპერიმენტზე წამოსვლა შევთავაზე. დამთანხმდა და ამ სიმღერის სიყვარულიდან და გიორგის ფანტასტიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გავბედე და „ამოვატრიალე” და გავამდიდრე ეს ნაწარმოები. გიორგი კი შეუდარებელი მომღერალია. მის მიერ ნამღერი „წინწყარო” ჩემთვის უბადლოა და ზუსტად ისე ასრულებს, როგორც კახურ კილოს, მის მუსიკალურ დიალექტს, მდიდარ ორნამენტსა და მელიზმატიკას სჭირდება. „წინწყაროს” პროექტისთვის სწორედ ასეთ შემსრულებელს ვეძებდი და ამიტომაც შევაჩერე არჩევანი მასზე,” – ამბობს Billboard საქართველოსთან საუბარში ბიბი კვაჭაძე. 

მუსიკოსის თქმით, „წინწყაროსადმი” სიყვარული ჰამლეტ გონაშვილის შესრულებიდან მოდის, რომელიც მისი მასწავლებელი და უფროსი მეგობარი იყო. სწორედ ლეგენდარულ ქართველ მომღერალს ეძღვნება ახალი ნამუშევარიც. 

მოუსმინეთ ბიბი კვაჭაძისა და გიორგი უშიკიშვილის  „წინწყაროს”:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

IMANY - Flitz Experience

IMANY-ს კონცერტი თბილისში 

შემდეგი სტატია

დრეიკი ელა ლენგლის კონცერტს დაესწრო, რამაც ახალი კოლაბორაციის შესახებ ვარაუდები გააჩინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი