ახალი ალბომით, ჯგუფმა KATSEYE-მ Billboard 200-ის ლიდერი პოზიცია პირველად  დაიკავა

ამასთან ერთად, Billboard 200-ის უახლეს საუკეთესო ათეულში პირველად მოხვდა ფიბი ბრიჯერსი.
KATSEYE
JULIAN SONG

KATSEYE-მ Billboard 200-ის ჩარტში პირველად  მოიპოვა ლიდერის პოზიცია  – ჯგუფის ალბომი, სახელწოდებით WILD, 29 აგვისტოს მონაცემებით, პირველ ადგილს იკავებს. მონაცემთა დამოუკიდებელი მიმწოდებლის, Luminate-ის თანახმად, 20 აგვისტოს თარიღით დასრულებულ კვირაში ჯგუფმა შეერთებულ შტატებში 170 000 ალბომის ეკვივალენტი ერთეული გაყიდა. WILD ჯგუფისთვის მეორე ნამუშევარია, რომელიც საუკეთესო ათეულში მოხვდა – 2025 წელს გამოცემულმა Beautiful Chaos-მა მე-4 ადგილს მიაღწია.

WILD ამ ათწლეულში ქალთა ჯგუფის მიერ გამოშვებული მეოთხე N1 ალბომია. მანამდე ეს შედეგი დააფიქსირა ჯგუფ TWICE-ის With YOU-th-მა (2025), NewJeans-ის Get Up-მა (2023) და BLACKPINK-ის Born Pink-მა (2022). Born Pink-ამდე ქალთა ჯგუფის ბოლო პირველი ადგილის მფლობელი ალბომი Danity Kane-ის Welcome to the Dollhouse იყო, რომელიც 2008 წელს გამოვიდა.

WILD-ით KATSEYE-მ წარმატებას მიაღწია როგორც დაგროვილი ეკვივალენტური ერთეულებით, ისე უშუალოდ ალბომის გაყიდვებით – ჯგუფმა WILD-ის 145 000 ეგზემპლარის გაყიდვა შეძლო.  გარდა ამისა, WILD-მა აჩვენა კვირის მონაკვეთში ყველაზე დიდი მაჩვენებელი ქალთა ჯგუფებს შორის მას შემდეგ, რაც Billboard 200-მა 2014 წლის დეკემბერში ჩარტების შედგენისას ერთეულების მონაცემების გათვალისწინება დაიწყო. ამასთან, კვირის მონაცემებით, WILD-ს აქვს ალბომების წმინდა გაყიდვების ყველაზე მაღალი შედეგი ქალთა ჯგუფისთვის ბოლო სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

რაც შეეხება სხვა შემსრულებლებს, Billboard 200-ის უახლეს საუკეთესო ათეულში პირველად მოხვდა ფიბი ბრიჯერსი – არტისტის ნამუშევარმა, სახელწოდებით Lost Weekend მე-2 ადგილი დაიკავა. მან ამ შედეგს მიაღწია როგორც ეკვივალენტური ერთეულებით, ისე ალბომის წმინდა გაყიდვებით. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ეს მისი კარიერის საუკეთესო კვირეული მაჩვენებელია.

Billboard 200 აშშ-ის კვირის ყველაზე პოპულარული ალბომების რეიტინგია, რომელსაც კომპანია Luminate სხვადასხვა მაჩვენებლის ჯამური გაანგარიშებით – „ექვივალენტური ალბომის ერთეულებით“ ადგენს. ერთეულები მოიცავს ალბომის გაყიდვებს, ტრეკების ეკვივალენტურ ალბომებს (TEA) და სტრიმინგის ეკვივალენტურ ალბომებს (SEA). თითოეული ერთეული უდრის ალბომის 1 გაყიდვას, ან ალბომიდან გაყიდულ 10 ინდივიდუალურ ტრეკს, ან ალბომის სიმღერებიდან გენერირებულ 2 500 უფასო (რეკლამიან) / 1 000 ფასიან ოფიციალურ აუდიო და ვიდეო სტრიმს. ახალი, 2026 წლის 29 აგვისტოთი დათარიღებული ჩარტი 25 აგვისტოს სრულად გამოქვეყნდება Billboard-ის ვებგვერდზე. 

WILD-ის ალბომების გაყიდვები დიდწილად განაპირობა მისმა ხელმისაწვდომობამ CD და ვინილის ფორმატებით. ყველა გამოცემა შეიცავს ისეთ საკოლექციო ნივთებს, მაგალითად როგორიცაა ფოტო ბარათები. ზოგიერთ გამოცემას ასევე ახლავს ბონუს ტრეკებიც. 

რაც შეეხება ფიბი ბრიჯერსს, მან პირველად დაიკავა პოზიცია საუკეთესო ათეულში – Lost Weekend მე-2 ადგილს იკავებს 118 000 ეკვივალენტური ერთეულით. აქედან ალბომის ტრადიციული გაყიდვები 77 000-ს შეადგენს.  Lost Weekend ბრიჯერსის პირველი სოლო სტუდიური ალბომია 2020 წლის Punisher-ის შემდეგ. 

Luminate არის Billboard-ის ჩარტების მონაცემთა დამოუკიდებელი მიმწოდებელი, რომელიც ყოველკვირეული ჩარტების შედგენისას გამოყენებულ ყველა მონაცემს ამოწმებს და ამ მონაცემების ავთენტურობას ადასტურებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დრეიკი ელა ლენგლის კონცერტს დაესწრო, რამაც ახალი კოლაბორაციის შესახებ ვარაუდები გააჩინა

შემდეგი სტატია

შაკირასა და Burna Boy-ს Dai Dai მსოფლიოს ჩემპიონატიდან ერთი თვის შემდეგაც ჩარტების ლიდერია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი