პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი.
RICK DIAMOND/GETTY IMAGES

სანამ მსოფლიო დოლი პარტონის გარდაცვალებას გლოვობს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  განაცხადა, რომ ქანთრი ვარსკვლავის პატივსაცემის ნიშნად მთელი ქვეყნის მასშტაბით აშშ-ში დროშები საღამოს 6 საათიდან ნახევრად დაეშვება.

დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა:

უდიდესი მწუხარებით ვიუწყები, რომ დოლი პარტონი, ერთ-ერთი უდიდესი ქანთრი მომღერალი და დიდი ადამიანი, რომელიც კი ოდესმე გვყოლია, ახლახანს გარდაიცვალა. ეს მილიონობით ადამიანისთვის უდიდესი დანაკლისია. ის იყო განუმეორებელი და გამორჩეული ადამიანი, მისი ხსოვნისაადმი პატივსცემის ნიშნად, დღეს საღამოს 6 საათიდან ერთი კვირის განმავლობაში, ამერიკის დროშა მთელ შეერთებულ შტატებში ნახევრად დაეშვება. მშვიდად განისვენე, დოლი! მსოფლიოს უყვარხარ.” – პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ტენესის შტატში დაბადებული დოლი პარტონი  25 აგვისტოს ნეშვილში, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში პარტონის ძმისშვილმა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ბრაიან სივერმა გაავრცელა.

კარიერის განმავლობაში დოლი პარტონი ხშირად ერიდებოდა პოლიტიკურ საკითხებში ჩარევას. 2021 წელს,  გადაცემა Today-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მან გაამხილა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ორჯერ შესთავაზეს აშშ-ის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო –  პრეზიდენტის თავისუფლების მედალი, თუმცა ორივე შემთხვევაში ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადა.

„ჯილდოს მიღება ვერ შევძელი, რადგან ჩემი მეუღლე ავად იყო. შემდეგ კიდევ ერთხელ შემომთავაზეს, მაგრამ COVID-ის გამო მგზავრობისგან თავი შევიკავე“, –  აღნიშნა მაშინ დოლი პარტონმა Today-სთან საუბრისას. მან ასევე დასძინა, რომ იმ პერიოდში პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგანაც ჰქონდა მიღებული შეთავაზება ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებით.

 „ახლა კი ვგრძნობ, რომ თუ მას მივიღებდი, ეს პოლიტიკური ნაბიჯი იქნება, ასე რომ, დარწმუნებული არ ვარ“. – განაცხადა პარტონმა. 

დოლი პარტონმა თავისი ცხოვრება და კარიერა მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლას მიუძღვნა და ამისთვის უამრავი მიმართულებით მუშაობდა: დაწყებული მისი თემატური გასართობი პარკით, Dollywood-ით, დასრულებული Imagination Library-თ, რომლის დახმარებითაც მილიონობით ბავშვს წიგნები მიეწოდება, რაც  ბავშვებში წიგნიერების ამაღლებას უწყობდა ხელს.

1988 წელს მან ფონდი – Dollywood Foundation დააარსა,  ხოლო 2000 წელს, ტენესის შტატის სევიერის ოლქში, სადაც თავად გაიზარდა, კოლეჯში სწავლის მსურველი ახალგაზრდების მხარდასაჭერად Dolly Parton Scholarship შექმნა.

პარტონი ასევე ეხმარებოდა აღმოსავლეთ ტენესის მოსახლეობას დამანგრეველი ტყის ხანძრების შემდეგ და 2017 წელს ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მონრო კარელ უმცროსის ბავშვთა საავადმყოფოს  მილიონი დოლარი შესწირა. 

როგორც მომღერალი, არტისტი, სიმღერების ავტორი, მსახიობი, მწერალი, ბიზნესმენი და ქველმოქმედი – დოლი პარტონი მრავალმხრივი მიმართულებით მოღვაწეობდა, რასაც არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო და აღიარება მოჰყვა. ის ქანთრი მუსიკის დიდების დარბაზისა და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი იყო. Billboard-ის Hot Country Songs ჩარტში მისი ოცდახუთი პირველადგილოსანი ჰიტი მოხვდა, ხოლო 55 ნომინაციიდან 10 გრემის ჯილდო მოიპოვა.

25 აგვისტოს, დოლი პარტონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:

„დოლიმ თავისი ცხოვრება ისე გაანათა, რომ მისი ბრწყინვალება მთელმა მსოფლიომ დაინახა. ის სამუდამოდ დარჩება შთაგონების წყაროდ, არა მხოლოდ თავისი მარადიული მუსიკითა და ნაყოფიერი შემოქმედებით, არამედ იუმორით, სითბოთი და სიკეთითაც, რამაც თითოეულ ჩვენგანს თავი მის ოჯახის წევრად გვაგრძნობინა.

დოლი პარტონის მემკვიდრეობა სიყვარულის, თანაგრძნობისა და სიმტკიცის სიმბოლოა.

70 წლიანი კარიერის განმავლობაში მან არტისტებისა და თაყვანისმცემლების მრავალი თაობა აღაფრთოვანა თავისი მუსიკითა და ურყევი მისწრაფებით, უკეთესობისკენ შეეცვალა სამყარო.  მისი სიმღერები ყველა ასაკის ადამიანისთვის კვლავაც აქტუალური და საყვარელია, ხოლო მისი საქველმოქმედო საქმიანობა მომავალშიც ხანგრძლივ გავლენას იქონიებს.“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კანიე უესტის რუსეთის კონცერტები გაუქმდა, საკონცერტო სივრცესთან ხელშეკრულების არარსებობის გამო

შემდეგი სტატია

ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი