Prince-ის ქონების მმართველმა ფონდმა მომღერლის გარდაცვალების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომი – TIMELESS გამოსცა

იშვიათი და მანამდე გამოუქვეყნებელი სიმღერების კოლექცია 1977-დან 2016 წლამდე პერიოდშია ჩაწერილი.
Prince - Super Bowl-ის ღონისძიებაზე. 2007 წლის 4 თებერვალი. ფლორიდა. ფოტო: ჯონათან დანიელი
Prince – Super Bowl-ის ღონისძიებაზე. 2007 წლის 4 თებერვალი. ფლორიდა. ფოტო: ჯონათან დანიელი

Prince-ის ქონების მმართველმა ფონდმა 28 აგვისტოს არტისტის არქივიდან 10-სიმღერიანი კოლექცია – Timeless გამოუშვა. ფანკ-ჟღერადობის იშვიათი და მანამდე გამოუქვეყნებელი სიმღერებისგან შემდგარი ეს ნაკრები ლეგენდარული არტისტის გარდაცვალების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთწლიანი სერიის ნაწილია.

სამემკვიდრეო ფონდმა კრებული Legacy Recordings-თან პარტნიორობით გამოუშვა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის Prince-ის პირველი რელიზი, რომელიც მომღერლის კარიერის ყველა ძირითად ეტაპს მოიცავს – დაწყებული 1977 წლიდან, როდესაც ის მინეაპოლისელი მოზარდი იყო, 2016 წლამდე ჩაწერილი ტრეკების ჩათვლით. მომღერალი 2016 წელს გარდაიცვალა. 

ალბომს ხსნის I Am You, რომელიც კოლექციის უმეტესი კომპოზიციის მსგავსად, თავად მომღერლის მიერაა დაწერილი, არანჟირებული, შესრულებული და პროდიუსირებული. ტრეკი 1977 წელს, მინეაპოლისის Sound 89 სტუდიაში ჩაიწერა, როდესაც არტისტი სულ რაღაც 19 წლის იყო.

მას მოსდევს 1981 წლის Tick Tick Bang, რომელიც ცხრა წლის შემდეგ ალბომ Graffiti Bridge-ში შევიდა, თუმცა უფრო ფანკის ჟანრზე ორიენტირებული ჟღერადობით. კრებულში ასევე შესულია Heaven – 1985 წლის მინიმალისტური პოპსიმღერა, რომელიც Prince-ის ყოფილი პარტნიორისა და ჯგუფ The Revolution-ის წევრის, სუზანა მელვოინის ბექ-ვოკალს მოიცავს. 

ნაკრების მიქსინგსა და მასტერინგზე გრემის ნომინანტმა ინჟინერმა და პროდიუსერმა, კრის ჯეიმსმა იზრუნა, ხოლო კომპილაციურ პროდიუსინგს მომღერლის სამემკვიდრეო ფონდის თანამმართველი ელ ლონდელ მაკმილანი უძღვებოდა. 

„Timeless Prince-ს მრავალმხრივ გამოხატავს – მათ შორის მისი მუსიკალური გენიის მიღმა. Prince ნამდვილად შეუდარებელი, ლეგენდარული არტისტი და ვირტუოზი მუსიკოსი იყო, განუმეორებელი სტილით, გამბედაობით, ღირსებითა და მთელი თავისი ბრწყინვალებით. მისი ფენომენი დროს უძლებს. ეს ალბომი პრინსის 5-დეკადიან შემოქმედებას მოიცავს 1977-დან 2016 წლამდე. ისიამოვნეთ ამ პროექტით, მის ლეგენდარულ კატალოგთან ერთად – ეს ყველაფერი მარადიულია. წელს თუ მომავალში კიდევ ბევრ სიახლეს უნდა ველოდოთ,” – განაცხადა ელ ლონდელ მაკმილანმა.

ალბომთან ერთად, სამემკვიდრეო ფონდმა გამოუშვა ოფიციალური ვიდეოკლიპი, რომელიც შექმნილია კომპოზიციისთვის – The Guilty Ones. ვიზუალური ნამუშევარი მომღერლის კარიერის ამსახველ ცოცხალ გამოსვლებსა და მუსიკალურ ვიდეოებს აერთიანებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტმა 50 000 დოლარი გადაურიცხა ქალს, რომელიც უცნობი მოზარდების გადარჩენის მცდელობისას დაშავდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტმა 50 000 დოლარი გადაურიცხა ქალს, რომელიც უცნობი მოზარდების გადარჩენის მცდელობისას დაშავდა

სვიფტის 50 000-დოლარიანი შემოწირულობა ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური დონაციაა კამპანიაში.
მეტი

Snoop Dogg თავისი ნაყინის კომპანიისთვის გემოს შემფასებელს ეძებს და კანდიდატს თვეში 10 000 დოლარს სთავაზობს

განაცხადის შეტანა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მეტი

Quemmekh მუსიკალური შოუს საიდუმლო სტუმარს აანონსებს და კამპანიის ფარგლებში ახალ ვიდეოს აქვეყნებს

Quemmekh მუსიკალური შოუს საიდუმლო სტუმარს აანონსებს და კამპანიის ფარგლებში ახალ ვიდეოს აქვეყნებს
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი