DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება

14 ნოემბერს თბილისის ახალ მულტიფუნქციურ სივრცეში ACADEMY, რომელიც საქართველოს კინოაკადემიაში მდებარეობს, თანამედროვე ელექტრონული პოპარტისტის, DA TI-ს სოლო კონცერტი გაიმართება. ღონისძიება მსმენელს სრულიად განსხვავებულ, ატმოსფერულ და ემოციურად დატვირთულ მუსიკალურ გამოცდილებას ჰპირდება.

ევროპაში მოღვაწე ქართველი სიმღერების ავტორი და შემსრულებელი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მას შემდეგ მოექცა, რაც მისმა სინგლმა Take Me There (რომელიც ოფიციალურად 2026 წლის 3 აპრილს გამოვიდა) სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა. კომპოზიცია მოკლე დროში იქცა TikTok-ის გლობალურ ჰიტად, რომელიც 10 მილიონზე მეტ ვიდეოშია გამოყენებული, მათ შორის მსოფლიოს წამყვანი კონტენტ კრეატორების მიერაც.

აღსანიშნავია, რომ სიმღერის Take Me There ოფიციალურ მუსიკალურ ვიდეოს YouTube-ზე უკვე 16 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპოზიციის საერთაშორისო მასშტაბით წარმატებას.

DA TI-ს  მუსიკა, რომელიც მელოდიური ვოკალით, დახვეწილი ფროდაქშენითა და ემოციური განწყობით გამოირჩევა, ელექტრონული ჟღერადობისა და პოპის ელემენტებს აერთიანებს.

ცნობისთვის, სინგლი Take Me There DA TI-სთვის პირველი წარმატებული ჩანაწერი არ ყოფილა. არტისტმა 2025 წელს გამოსცა EP – DATIVERSE, რომელმაც საერთაშორისო მსმენელის ყურადღება მიიპყრო. მის დისკოგრაფიაში შედის ისეთი კომპოზიციები, როგორებიცაა Run Like Forrest Gump, Something I Could და Purple Butterfly და სხვა. 

თბილისში დაგეგმილ კონცერტს ACADEMY უმასპინძლებს. ACADEMY საქართველოს კინოაკადემიაში მდებარე ახალი მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც მუსიკალურ, კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს აერთიანებს.

DA TI-ის კონცერტი ევროპული ტურნეს ფარგლებში პარიზის, ლონდონის, ბერლინის, ბუდაპეშტის და ათენის შემდეგ თბილისში გაიმართება და ქართველ აუდიტორიას ერთ-ერთ გამორჩეულ მუსიკალურ საღამოს შესთავაზებს. 

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: Biletebi.ge. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი
Kehlani - BET Awards 2026-ზე, Peacock Theater, 2026 წლის 28 ივნისი, ლოს-ანჯელესი

Kehlani ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტურნეს ორ კონცერტს აუქმებს

Kehlani  მსოფლიო ტურნეს დროებით აჩერებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე კონცენტრირდება. გრემის მფლობელმა მომღერალმა 26 აგვისტოს სოციალურ ქსელში განაცხადა,…
მეტი
Madonna Rafael Pavarotti

Madonna-მ WorldPride Amsterdam-ის სცენაზე კაილი მინოუგი მისი სიმღერის, Love Sensation-ის შესასრულებლად მიიწვია

პოპმუსიკის ლეგენდები სცენაზე ერთად 2024 წელსაც გამოჩნდნენ - Madonna-ს Celebration Tour-ის ფარგლებში, ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე
მეტი