ტრევის სკოტს Rolling Loud-ზე ჭყლეტის გამოწვევაში ადანაშაულებენ

ფოტო: Eric Ray Davidson/Billboard

ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტის, ტრევის სკოტის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევიდა. საქმე ეხება 2019 წელს მაიამიში გამართულ ფესტივალს Rolling Loud. დაზარალებულის მტკიცებით, რეპერმა სცენის წინ ჭყლეტის გამოწვევას ხელი შეუწყო, როდესაც არ დაემორჩილა პოლიციის მოწოდებას, შეეწყვიტა “საშიში და უკონტროლო” კონცერტი. 

Astroworld-ის ტრაგედიის შემდეგ ტრევის სკოტმა პირველი პერფორმანსი გამართა

აღსანიშნავია, რომ შემსრულებლის წინააღმდეგ ფესტივალ Astroworld-ზე მომხდარი ჭყლეტის გამო სასამართლოში ასობით სარჩელია შეტანილი. რაც შეეხება “როლინგ ლაუდის” შემთხვევას, არტისტსა და ღონისძიების ორგანიზატორებს მარჩელ ლავმა უჩივლა. ქალი ირწმუნება, რომ 2019 წლის მაისში ტრევისის კონცერტზე მან სხეულის დაზიანებები მიიღო.

“იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცველები მოითხოვდნენ სკოტისგან, შეეწყვიტა დამსწრეთა წაქეზება, ტრევის სკოტი როგორც ვერბალურად, ისე ფიზიკურად, ხალხს ახალისებდა, ჩაბმულიყვნენ გიჟურ ცეკვასა და სახიფათო აქტივობებში. მან იცოდა და თავისი თვალით ხედავდა, რომ ადამიანები ზიანდებოდნენ, იხუთებოდნენ, ითელებოდნენ, გონებას კარგავდნენ, ჩხუბობდნენ, თუმცა, შოუ არ შეწყვიტა. პოლიციას კი მოუწია, დაშავებულებისთვის მაქსიმალურად გაეწია დახმარება”, – აცხადებს ლავის ადვოკატი სასამართლოში შეტანილ დოკუმენტებში.

სარჩელს გამოცემა “ბილბორდთან” გამოეხმაურა სკოტის წარმომადგენელი და ბრალდებას “ტრევისზე თავდასხმის აშკარა, ცინიკური მცდელობა” უწოდა. მისი თქმით, 3 წლის წინანდელი ინციდენტი მიზანმიმართულად არასწორადაა მოთხრობილი.

არსებული ინფორმაციით, სასამართლოში შეტანილ დოკუმენტებს ერთვის ფოტო, რომელიც რეპერისა და პოლიციის თანამშრომლების საუბარს ასახავს. არტისტის ადვოკატის მტკიცებით კი, ამ სურათში ტრევისი სამართალდამცველებს ცრუ შეტყობინებაზე ელაპარაკება, რომლის თანახმადაც კონცერტზე სროლა მოხდა.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ჰიუსტონელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. ამას მოჰყვა ალბომები Rodeo და Birds in the Trap Sing McKnight. ბოლო მათგანის დამსახურებით შემსრულებელი Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. მისმა მესამე სტუდიურმა ჩანაწერმა Astroworld კრიტიკოსებისა და მსმენელისგან დადებითი შეფასებები მიიღო. ტრევისის ლეიბლზე გამოშვებულ კომპილაციურ ნამუშევარს Jackboys აგრეთვე ბილბორდის ჩარტის პირველობა ერგო. სკოტი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: Yo Gotti და Collective Music Group ბილბორდის ფოტოსესიაში

შემდეგი სტატია

დემი ლოვატო: ჩემი ახალი ალბომი კარგად წარმომაჩენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” - აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
მეტი