Nirvana 2026 წლის MTV Video Vanguard-ის ჯილდოს მიიღებს

Nirvana 2003 წლის შემდეგ პირველი ბენდი იქნება, რომელიც ამ პრესტიჟულ ჯილდოს მიიღებს. ბოლოს ის Duran Duran-ს გადაეცა.
Nirvana Martyn Goodacre/Getty Images
Nirvana
Martyn Goodacre/Getty Images

Nirvana 2026 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე  Video Vanguard-ის ჯილდოს მფლობელი გახდება. ცერემონია 27 სექტემბერს ლოს-ანჯელესში, Peacock Theater-ში გაიმართება.

ჯგუფი 2003 წლის შემდეგ პირველი ბენდი იქნება, რომელიც ამ პრესტიჟულ ჯილდოს მიიღებს. ბოლოს ის Duran Duran-ს გადაეცა. 

Nirvana ასევე პირველი ბენდი იქნება 1964 წლის შემდეგ, რომელიც Video Vanguard-ის ჯილდოს კარიერის დასრულების შემდეგ მიიღებს – მანამდე ამ ტიტულით The Beatles-ს დაჯილდოვდა. 

MTV-ის განცხადებაში მაიკლ ჯექსონი არ უხსენებიათ, თუმცა მისი სახელი ამ საპატიო პრიზს ხშირად ახლავს თან. აღსანიშნავია, რომ 1992 წლის იანვარში Nirvana ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როდესაც მათმა ალბომმა Nevermind Billboard 200-ის პირველი ადგილიდან მაიკლ ჯექსონის Dangerous ჩამოაქვეითა. 

Nirvana მეცხრე ბენდი იქნება, რომელიც Video Vanguard-ის მფლობელი გახდება. მანამდე ეს ჯილდო მიენიჭათ: The Beatles-ს (1984), ბონ ჯოვის (1991), Guns N’ Roses-ს (1992), The Rolling Stones-ს (1994), R.E.M.-ს (1995), Beastie Boys-ს (1998), U2-ს (2001) და Duran Duran-ს (2003).

ჯგუფმა MTV-ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე საუკეთესო ალტერნატიული ვიდეოს კატეგორიაში ზედიზედ სამი წლის განმავლობაში გაიმარჯვა: 1992 წელს – Smells Like Teen Spirit-ით, 1993 წელს – In Bloom-ით, ხოლო 1994 წელს – Heart-Shaped Box-ით.

Smells Like Teen Spirit – ბენდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიმღერად ითვლება და მთელი თაობის ჰიმნად იქცა. აღსანიშნავია, რომ Smells Like Teen Spirit  და Heart-Shaped Box წლის ვიდეოს კატეგორიაში იყვნენ ნომინირებული, თუმცა გამარჯვება სხვა ბენდებს ხვდათ წილად. 1992 წელს ჯილდო Van Halen-ის Right Now-მ მიიღო, ხოლო 1994 წელს ის Aerosmith-ის Cryin-ს გადაეცა.

2026 წლის VMAs-ის პირდაპირი ტრანსლაცია CBS მოხდება, ხოლო  დაჯილდოების ცერემონია პარალელურად MTV-ზეც გადაიცემა.

Nirvana-ს შემადგენლობაში იყვნენ კურტ კობეინი, კრისტ ნოვოსელიჩი და დეივ გროლი. კობეინმა 1994 წლის 5 აპრილს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კრისტ ნოვოსელიჩი 61 წლისაა. 57 წლის დეივ გროლმა, კი მოგვიანებით Foo Fighters-ის ფრონტმენის რანგში დიდ წარმატებას მიაღწია.

ნომინანტები 18 აგვისტოს გამოცხადდნენ. 11 ნომინაციით Madonna ლიდერობს, რომელსაც 9 ნომინაციით ტეილორ სვიფტი მოჰყვება. არიანა გრანდესა და საბრინა კარპენტერს 7-7 ნომინაცია აქვთ, ბრუნო მარსს, PinkPantheress-სა და ზარა ლარსონს კი 5-5.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

FOR CHICK – ჩიკ კორიას ლეგენდარული ბენდი ბექა გოჩიაშვილთან ერთად ახალ ალბომს გამოსცემს

შემდეგი სტატია

Rihanna - 2007 წლის მაისი - გერმანია Thomas Starke/Getty Images

ნახეთ, რომელ არტისტებს ჰქონდათ ყველაზე დიდი წარმატება Billboard-ის Songs of the Summer ჩარტში

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი