ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
ჯორჯ ჰარისონი
AMAZON

The Beatles-ის გიტარისტის, ჯორჯ ჰარისონის პირად ფოტოებს საზოგადოება  ახალი ილუსტრირებული წიგნის ფარგლებში იხილავს.The Third Eye: Early Photographs – ასე ჰქვია გამოცემას და მასში 200-ზე მეტი ფოტოა წარმოდგენილი. ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს. ფოტოებზე ასახულია ბენდის მუშაობის პროცესში გადაღებული უნიკალური კადრები, მაგალითად ისეთი საკულტო ალბომების შექმნის პროცესი, როგორიცაა A Hard Day’s Night, ჯგუფის ცნობილი გამოსვლა The Ed Sullivan Show-ში და მსოფლიო ტურნეები.

წიგნის წინასიტყვაობა ჰარისონის მეუღლეს, ოლივიას ეკუთვნის, ხოლო ეპილოგი – ამერიკელ მწერალს და Booker Prize-ის ლაურეატს, ჯორჯ სონდერსს.

წიგნში თავმოყრილია 250 გამოსახულება – როგორც დაუმუშავებელი ფოტოები, ასევე ანალოგური კინოფირის ფორმატის 8 მილიმეტრიანი კადრები. ფოტოები ასახავს The Beatles-ის კულისებს მიღმა მომენტებს ტურნეების დროს, ჯგუფის მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყანაში და ასევე პირად კადრებს, რომლებიც ჰარისონის ობიექტივში მოხვდა. წიგნში ასევე ნახავთ ჯონ ლენონის, რინგო სტარისა და პოლ მაკარტნის პორტრეტებს, რომლებიც თავად ჰარისონის მიერ არის გადაღებული.

გამომცემლობა Random House-ის თქმით, ფოტოები ჰარისონის ქვრივმა, ოლივია ჰარისონმა შეარჩია. წიგნში წარმოდგენილია The Beatles-ის უნიკალური ფოტოები იმ პერიოდიდან, როდესაც ბენდი ვარსკვლავური დიდებისკენ მიისწრაფოდა. 

წიგნს თან ახლავს ჰარისონის სიტყვები და ციტატები მისივე მოგონებებიდან. იტალიაში გამართული კონცერტის გახსენებისას ის ამბობს: „სამყარო გაგიჟდა და ეს ჩვენ დაგვაბრალა. ჩვენ კი უბრალოდ მანქანაში ან სასტუმროს ნომერში ვისხედით და, რეალურად, არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო – გარეთ გასვლასაც კი ვერ ვახერხებდით“.

„მინდა ხალხს ვანახო ჯორჯის უნიკალური ფოტოგრაფიული პერსპექტივიდან დანახული The Beatles-ის ადრეული წლები – ის მომენტები, როდესაც მთელი ცხოვრება წინ გელოდება ამოუცნობი შესაძლებლობებით,” – განაცხადა ოლივია ჰარისონმა პრესრელიზში.

„კამერები იმიტომ მიყვარს, რომ ნივთების სხვანაირად დანახვა შეგიძლია. შეგიძლია საგნები ისე გამოაჩინო, როგორც გრძნობ მათ, და არა ისე, როგორც რეალურად არიან,” – თქვა ერთხელ ჯორჯ ჰარისონმა. 

The Third Eye: Early Photographs პირველად გასულ წელს დაანონსდა და ის უკვე ხელმისაწვდომია Amazon-ზე. წიგნი 6 ოქტომბერს გამოიცა და Amazon-ის ბესტსელერი ფოტოწიგნების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

შემდეგი სტატია

Tatuza Jazz Club-ის ნოემბრის თვის პროგრამა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი

ოფიციალურად დადასტურდა, რომ Jay-Z 2027 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერი იქნება

იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წლის Super Bowl 14 თებერვალს – ვალენტინობის დღეს იმართება, ფანებს იმედი აქვთ, რომ Jay-სთან ერთად შოუს ბიონსეც შეუერთდება.
მეტი