დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
დევიდ ბოუი 1976 წლის კონცერტზე უემბლიზე
CENTRAL PRESS/HULTON ARCHIVE/GETTY IMAGES

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმის, Stage-ის პრემიერა 14 თებერვალს  ბერლინის „უბერ არენაზე” შედგება. ღონისძიება გააერთიანებს საარქივო საკონცერტო კადრებს, იმერსიულ ჟღერადობასა და განათებას. პროექტის პრესრელიზის თანახმად, აუდიოვიზუალური შოუ დაფუძნებულია ახლახან აღმოჩენილ და აღდგენილ კადრებზე, რომლებიც ბოუის 1978 წლის მსოფლიო ტურნეს დროს არის გადაღებული და რომლის ფარგლებშიც მუსიკოსი თავისი სავიზიტო ალბომის, Heroes-ის სიმღერებს ასრულებდა. 

პროექტი Wonderworld-ის, დევიდ ბოუის მემკვიდრეობისა და დოკუმენტური ფილმების რეჟისორ ბრეტ მორგენის ერთობლივი ნამუშევარია. 2022 წელს მორგენმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი ბოიუს შესახებ Moonage Daydream. კამერის ორიგინალი ნეგატივები მან სწორედ ამ ფილმზე მუშაობისას აღმოაჩინა. 

ფილმი სამეკრანიან ფორმატში იქნება წარმოდგენილი. მასში გამოყენებული იქნება აქამდე გამოუქვეყნებელი 35-მილიმეტრიანი ფირიდან აღდგენილი კადრების მასშტაბური პროექციები, გამჭვირვალე LED ეკრანები და ცნობილი დიზაინერის, პატრიკ ვუდროფის მიერ შექმნილი განათება. ხმაზე კი ოსკარის მფლობელმა პოლ მესიმ იმუშავა.

პრესრელიზის თანახმად, ბოუიმ Stage 1978 წელს, ლონდონის Earls Court-ში გამართული Isolar II-ის კონცერტების დროს ჩაიფიქრა და თავადვე უწევდა პროდიუსინგს. ლეგენდარული კადრები მომღერლის არქივში ათწლეულების განმავლობაში ხელუხლებლად ინახებოდა. პროექტის ავტორების განცხადებით, ფილმი ბოუის, როგორც ცოცხალი შემსრულებლის შემოქმედებითი ძალაუფლების მწვერვალზე ყოფნას ასახავს. 

თანამედროვე აუდიოვიზუალური ტექნოლოგიების დახმარებით, მორგენმა და მისმა გუნდმა ბოუის ხედვა რეალობად აქციეს ფილმში, რომელიც, პროდიუსერების თქმით, მაყურებელს მის კონცერტზე დასწრების განცდას უჩენს. „დევიდ ბოუიმ არაჩვეულებრივი საგანძური დაგვიტოვა – უპრეცედენტო საკონცერტო გამოცდილება, რომლის მსგავსიც აქამდე არავის უნახავს,” – განაცხადა Wonderworld-ის დამფუძნებელმა რობ ჰალეტმა. „დევიდ ბოუის მემკვიდრეობის გუნდსა და ბრეტ მორგენთან თანამშრომლობით, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ეს გამოცდილება 100%-ით შეესაბამებოდეს მის შემოქმედებით მემკვიდრეობას და ამავდროულად, მისი გენია ხელმისაწვდომი გავხადოთ გულშემატკივრებისა და ახალი თაობისთვისაც“, – ნათქვამია მის განცხადებაში.

ფილმში მუსიკოსს თან ახლავს მისი ერთ-ერთი გამორჩეული ბენდი: წამყვანი გიტარისტი ედრიან ბელიუ, გიტარისტი და მუსიკალური დირექტორი კარლოს ალომარი, ბასისტი ჯორჯ მიურეი, დრამერი დენის დევისი, კლავიშისტი როჯერ პაუელი, პიანისტი შონ მეისი და ელექტრო მევიოლინე საიმონ ჰაუსი. მაყურებელი მოისმენს ისეთ ცნობილ სიმღერებს, როგორებიცაა Ziggy Stardust, Rebel Rebel, Suffragette City, Fame და Heroes.

შოუ გამოიყენებს Immersive Audio Mapping ტექნოლოგიასა და სპეციალურ აკუსტიკურ სისტემას, რომელიც დარბაზის ყველა ადგილისთვის მაღალი ხარისხის  ხმას უზრუნველყოფს. გამჭვირვალე LED ეკრანები კი ბოუისა და მისი ჯგუფის სცენაზე რეალურად ყოფნის ილუზიას ქმნის. ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი განკუთვნილია აუდიტორიებისა და არენებისთვის, რომელთა ტევადობაც მინიმუმ 5 000 მაყურებელს შეადგენს. მსოფლიო პრემიერა ვალენტინობის დღეს, 14 თებერვალს, ბერლინის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.

27 ოქტომბერს შოუს 30-წამიანი თიზერი გამოქვეყნდა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ამზადებენ ტექნიკური ჯგუფები სცენას და როგორ შედიან დარბაზში აღფრთოვანებული გულშემატკივრები, რომლებიც ზიგი სტარდასტის სტილში არიან გამოწყობილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

შემდეგი სტატია

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი