ნახეთ: კამილა კაბეიომ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გახსნა

ფოტო: Shaun Botterill/Getty Images

კუბელ-ამერიკელმა მომღერალმა, კამილა კაბეიომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი პერფორმანსით გახსნა. 25 წლის მუსიკოსმა თავისი ჰიტების Senorita, Bam Bam და Don’t Go Yet მიქსი პარიზში, სტად დე ფრანსზე შეასრულა, სადაც მალევე ერთმანეთს ლივერპული და მადრიდის რეალი დაუპირისპირდნენ.

მანამდე მუსიკოსმა ჟურნალ Billboard-თან ინტერვიუში თავის ახალ მუსიკაში ლათინური კულტურის ელემენტების გამოყენებაზე ისაუბრა.

“მე მუდმივად ვგრძნობ ჩემში კუბურ-მექსიკურ მემკვიდრეობას, ამიტომაც გახსნის ცერემონიაზე ალბომში Familia შესულ სიმღერებს შევასრულებ”, – თქვა კამილამ.

მომღერალმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ბავშვობაში მისი ოჯახი ყოველ ოთხ წელიწადში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს უყურებდა:

“ყველა სხვა სპორტისგან განსხვავებით, ფეხბურთი ერთადერთია, რომელიც კარგად მესმის და აღმაფრთოვანებს. ყოველთვის მინდოდა, მატჩი საკუთარი თვალით მენახა”.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომლის გახსნის ცერემონიის სპონსორიც Pepsi გახლდათ, 200-ზე მეტ ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცა.

კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული “იქს ფაქტორის” მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. სადებიუტო, პლატინის სტატუსის მქონე სოლო ალბომი Camila მან 2018 წელს გამოუშვა და Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილიც დაიკავა. შემსრულებლისთვის კომერციულად წარმატებული სინგლები Havana და Senorita გამოდგა, რომლებიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცნენ. პირველმა ბრილიანტის სტატუსიც დაიმსახურა. შედეგად კაბეიო პირველი ესპანურენოვანი ქალი შემსრულებელი გახდა, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ჯონი დეპმა ჯეფ ბექის კონცერტზე დაუკრა

შემდეგი სტატია

Gibson-მა კომპანია Dean Guitars-ს სასამართლო დავა მოუგო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი