ჯეკ ანტონოფმა და მარგარეტ ქუელიმ 3-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინებაზე განაცხადი შეიტანეს

წყვილმა ურთიერთობა 2021 წელს დაიწყო და 2023 წლის აგვისტოში დაქორწინდა.
ჯეკ ანტონოფი და მარგარეტ ქუელი 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე
AXELLE/BAUER-GRIFFIN/FILMMAGIC

ჯეკ ანტონოფმა და მარგარეტ ქუელიმ განქორწინებაზე განაცხადი შეიტანეს. ინფორმაციას „ბილბორდი” ადასტურებს.

14 გრემის მფლობელმა მუსიკალურმა პროდიუსერმა და ფილმ Substance-ის ვარსკვლავმა განქორწინების შესახებ განაცხადს ხელი ერთობლივად მოაწერეს. სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, განაცხადი პარასკევს, 30 ოქტომბერს შევიდა. ინფორმაცია სამი თვის შემდეგ გავრცელდა, რაც წყვილის დაშორება პირველად გასაჯაროვდა. მანამდე არსებული ჭორები კი ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილიდან წარმოიშვა, სადაც ანტონოფი, მეუღლის ნაცვლად, საკუთარ დასთან ერთად მივიდა. 

ბოლო კვირების განმავლობაში მუსიკოსი დაშორებაზე მინიშნებებს როგორც სცენიდან, ასევე ინტერვიუებში აკეთებდა. სექტემბერში ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე, როცა მსმენელმა მას 2017 წლის სიმღერის Let’s Get Married შესრულება სთხოვა. ანტონოფმა ხუმრობით უპასუხა: „ახალ ამბებს გაეცანი, ძმაო.“ ოქტომბრის დასაწყისში კი The Guardian-თან ინტერვიუში მუსიკოსმა აღიარა, რომ თავდაპირველად კონცერტებზე იმ სიმღერების შესრულებაზე ღელავდა, რომლებიც ქუელის დაუწერა, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ეს პროცესი სინამდვილეში მშვენიერი იყო.

ჯეკ ანტონოფი და მარგარეტ ქუელი ერთად პირველად 2021 წელს დააფიქსირეს – 4 წლის შემდეგ რაც მუსიკოსი ლენა დანჰემს დაშორდა. 2022 წელს წყვილი პირველად გამოჩნდა საჯაროდ, ხოლო 2023 წელს მათ იქორწინეს. ქორწილს არაერთი ცნობილი ვარსკვლავი ესწრებოდა, მათ შორის ტეილორ სვიფტი, ლანა დელ რეი, ჩენინგ ტატუმი, ზოი კრავიცი, კარა დელევინი, ასევე პატარძლის დედა, მსახიობი ენდი მაკდაუელი.

2025 წლის აგვისტოში ანტონოფმა გამოუშვა საუნდტრეკი რეჟისორ ითან კოენის შავი კომედიისთვის Honey Don’t!, რომელშიც მარგარეტ ქუელიც მონაწილეობდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პროდიუსერმა მუსიკაზე იმ ფილმისთვის იმუშავა, რომელშიც მისი მეუღლე თამაშობდა. ქუელიმ ალბომში თავისი მუსიკალური ფსევდონიმით  Lace Manhattan მიიღო მონაწილეობა. მარგარეტი ასევე გახდა ლანა დელ რეის სიმღერის, Margaret-ის შთაგონების წყაროც. კომპოზიცია მომღერლის 2023 წლის ალბომში შევიდა, რომლის თანაავტორი და თანაპროდიუსერიც თავად ჯეკ ანტონოფია.

ჰოვარდ სტერნთან ინტერვიუში ანტონოფი წყვილის სიყვარულის ისტორიას რომანტიკულ ფილმს ადარებდა და ამბობდა, რომ მარგარეტის გაცნობისთანავე მიხვდა, რომ მასზე დაქორწინება სურდა. „დავინახე და ყველაფერი ისეთ ჰოლივუდურ რომანტიკულ ფილმს ჰგავდა, რომლის დაჯერებაც შეუძლებელია“, – იხსენებდა მუსიკოსი. „როცა მას შევხვდი, ისეთ რაღაცებზე დავიწყე ფიქრი, რაზეც არასდროს მიფიქრია – მაგალითად, ქორწილზე.”

ანტონოფმა თქვა, რომ მარგარეტს ხელი პარიზში სთხოვა, სადაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ. მან ასევე წინასწარ დაურეკა მარგარეტის დას, რეინი ქუალის, რათა მისგან თანხმობა მიეღო.

წლის დასაწყისში მარგარეტი ასევე გამოჩნდა Bleachers-ის სიმღერის You and Forever მუსიკალურ ვიდეოში, რომელიც ჯგუფის ალბომში Everyone for Ten Minutes შევიდა. კლიპში მსახიობი თეთრ ღამის პერანგში ფანჯარასთან ცეკვავს, ანტონოფი კი ამ დროს წვიმიან ქუჩაში დადის. მანამდე ქუელი მონაწილეობდა ჯგუფის 2024 წლის კლიპშიც Tiny Moves, რომლის ქორეოგრაფიასა და რეჟისურაშიც თავად მიიღო მონაწილეობა. ვიდეო ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე გადაიღეს.

წყვილის დაშორების შესახებ ცნობების გავრცელებამდე თაყვანისმცემლებმა კიდევ ერთი დეტალი შენიშნეს: მარგარეტ ქუელის ინსტაგრამიდან მათი ქორწილის ფოტოები გაქრა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი