ცნობილი ბრიტანული როკ ტრიო Muse მომავალი ალბომის სახელწოდების მქონე სინგლს Will of the People ავრცელებს. კოლექტივმა კომპოზიციაზე გადაღებული ვიდეორგოლიც გამოაქვეყნა, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის ესთეტიკაშია შექმნილი. კლიპზე ანიმატორმა და პროდიუსერმა, ტომ ტელერმა იმუშავა.
ამ კომპოზიციამდე “მიუზის” კიდევ ორი სხვა სიმღერა: Compliance და Won’t Stand Down გავრცელდა. ბოლო მათგანი ბილბორდის Mainstream Rock Airplay-ს ჩარტის სათავეში მოექცა.
ალბომს Will of the People ბენდი 26 აგვისტოს გამოუშვებს. ბოლო ჩანაწერი Simulation Theory ჯგუფმა 2018 წელს გამოაქვეყნა. ეს უკანასკნელი Billboard 200-ში მე-12 ადგილზე გავიდა.
Muse ინგლისში, დევონის საგრაფოში 1994 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს მსოფლიო მასშტაბით 30 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. კოლექტივმა გრემის ჯილდოს მოპოვება ორჯერ მოახერხა. არტისტებს ამ დრომდე 8 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული.