შვედური ელექტოპოპ დუეტი Icona Pop და ინგლისელი მომღერალი Charli XCX ერთობლივი ჰიტის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნამუშევრის I Love It რემიქს ვერსიას ავრცელებენ. კომპოზიციაზე შვედმა პროდიუსერებმა, ოსირინმა და ელისმა იმუშავეს.
სიმღერა 2012 წლის 14 ივნისს გამოვიდა და ბილბორდის საცეკვაო/ელექტრონულ ჩარტს ორი კვირის განმავლობაში ლიდერობდა, ცხელ ასეულში კი მან მეშვიდე ადგილი დაიკავა. ჩარტებში კომპოზიციამ ჯამში 17 კვირა დაჰყო.
ელექტროპოპ დუეტი Icona Pop შვედეთში 2009 წელს ჩამოყალიბდა. მასში ქეროლაინ ჰილთი და აინო იავო წევრიანდებიან. პროექტი ლეიბლებთან TEN Music Group და Ultra Music თანამშრომლობს. კოლექტივს წარმატება ჰიტმა I Love It მოუტანა. ჯგუფს დღემდე ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.
ჩარლიმ კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. არტისტი პოპულარული სიმღერით Boom Clap გახდა. მას დღემდე ხუთი სტუდიური ალბომი: True Romance, Sucker, Charli და How I’m Feeling Now აქვს გამოშვებული. ბრიტანული ჩარტის UK Singles Chart სათავეში მისი 11 სინგლია მოხვედრილი.