ცნობილი ამერიკელი როკ მუსიკოსი, ჯეკ უაითი ახალ სინგლს If I Die Tomorrow და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპზე რეჟისორმა ბრენტლი გუტიერეზმა იმუშავა.
სიმღერა არტისტის რიგით მეორე ალბომში Entering Heaven Alive შევა, რომელსაც მისივე ლეიბლი Third Man Records მიმდინარე წლის 22 ივლისს გამოსცემს. ჩანაწერში წარმოდგენილი იქნება უკვე გამოქვეყნებული სინგლები: Love Is Selfish და Queen of the Bees. მუსიკოსი სტუდიურ ნამუშევარს ფირფიტაზეც გამოუშვებს, რომლის შეკვეთა ამჟამად წინასწარ არის შესაძლებელი.
12 გრემის მფლობელმა ჯეკ უაითმა კარიერა 1987 წელს დაიწყო. არტისტი სხვადასხვა დროს ისეთ ცნობილ ბენდებში უკრავდა, როგორებიცაა: The White Stripes, The Raconteurs და The Dead Weather. 2012 წელს კი მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ალბომი Blunderbuss გაავრცელა. ჯამში მისი დამოუკიდებელი დისკოგრაფია ოთხ სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს.