ამერიკელი პოპმომღერალი, კეტი პერი ავსტრალიური საკვების მიტანის სერვისის Menulog სარეკლამო ვიდეორგოლში მონაწილეობს.
სიმღერის მელოდია და ტექსტი პერიმ კრის პულისთან და შემოქმედებით სააგენტოსთან McCann London თანაავტორობით დაწერა. ვიდეოზე კი რეჟისორმა დეივ მეიერსმა იმუშავა, რომელმაც წარსულში მომღერლის კლიპები Swish Swish და Firework გადაიღო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის 2008 წლის ტრეკი Hot N Cold ავსტრალიური შოუს Masterchef მე-14 სეზონში გამოიყენეს.
კეტრინ ელიზაბეტ ჰადსონს, სასცენო სახელით Katy Perry, დღემდე 143 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მას განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Roar და Dark Horse მოუტანა, რომლებზეც გადაღებულმა ვიდეოკლიპებმა იუთუბზე რამდენიმე მილიარდი ნახვა დააგროვა. 2012 წელს არტისტმა დოკუმენტური, ავტობიოგრაფიული ფილმი Katy Perry: Part of Me გამოუშვა. 2015-ში კი მან Super Bowl-ის ფარგლებში გამართა პერფორმანსი. კეტის დღემდე ექვსი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.