ამერიკელმა პოპ მომღერალმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, თავისი ლაივ ბენდის Y’all თანხლებით, ტომ პეტისა და სტივი ნიქსის ჰიტი Stop Draggin’ My Heart Around შეასრულა.
• მოუსმინეთ: კელი კლარკსონმა ახალი ჩანაწერი Kellyoke გამოუშვა
აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი სიმღერა, რომელშიც Fleetwood Mac-ის ვოკალისტი, სტივი ნიქსი საზოგადოებას სოლო შემსრულებლად მოევლინა. ტრეკი, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში მესამე პოზიციაზე მოხვდა, მის 1981 წლის სადებიუტო ალბომში Bella Donna შედის. სტუდიურ ჩანაწერში გვხვდება აგრეთვე ჰიტი Edge of Seventeen.
კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.