New York City Ballet-ში ბიონსეს დის, სოლანჟის, როგორც კომპოზიტორის, დებიუტი შედგა. მან მუსიკალურად გააფორმა წარმოდგენა სახელწოდებით “Play Time”, რომლის პრემიერაც ლინკოლნის ცენტრში გაიმართა. ბიონსე კი ამ დროს ამაყი უფროსი დის როლშია.საკუთარი მხარდაჭერა მომღერალმა ინსტაგრამზე გამოხატა.
„ჩემო საყვარელო დაო, არ არსებობს სიტყვები, რომლითაც იმ სიამაყეს გამოვხატავ, რასაც შენ მიმართ ვგრძნობ. გილოცავ! შენ პირველი აფრო-ამერიკელი ქალი ხარ, რომელმაც New York City Ballet-ისთვის მუსიკა შექმნა. შენი ნაწარმოები ფენომენალურია. ძალიან მიყვარხარ.”
„ისე, გირჩევთ, ჩემს დასთან არაფერი შეგეშალოთ”, – დაამატა მან.
„ისეთი სავსე ვარ”, – დაწერა სოლანჟმა საკუთარ ინსტაგრამზე და პრემიერის ფოტოებიც გააზიარა.
წარმოდგენის მუსიკალურ გაფორმებაზე ისაუბრა თავად სპექტაკლის ქორეოგრაფმაც: „ზუსტად ეს არის, რაც მინდოდა. მე კი რაღაც ისეთი მინდოდა, რაც აუდიტორიას ფეხის წვერებზე დააყენებდა.”