ინგლისურმა როკ-ბენდმა Toploader -მა თბილისს დაუვიწყარი საღამო აჩუქა

„თუ მე არ ვუკრავ მუსიკას იმ დროს აუცილებლად ვუსმენ და თუ არ ვუსმენ იმ დროს აუცილებლად ვუკრავ.“ – Toploader -ის დრამერი რობ გრინი
Toploader – რესპუბლიკის ივენთ ჰოლი

8 ოქტომბერს, რესპუბლიკის ივენთ ჰოლში, მსმენელის წინაშე როკ- ჯგუფი Toploader წარდგა.

ჯგუფი 1997 წელს დაარსდა და პირველივე ალბომით ცნობილი გახდა.  მისი ჰიტი  Dancing in the moonlight საქართველოში დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ბენდი გარკვეული მიზეზების გამო 2003 წელს დაიშალა და თითქმის 6 წელი მუსიკალური პაუზა ჰქონდათ. თუმცა, 2009 წელს ისევ შეიკრიბნენ და დღემდე ახალ სიმღერებს წერენ.

Toploader ბრიტანეთში მუსიკალური დაჯილდოების ნომინაციაზე ოთხჯერ იყო წარდგენილი. მათი ბოლო ალბომი სახელწოდებით Seeing Stars 2017 წელს გამოვიდა.

ჯგუფი სამი წევრისგან შედგება: ჯოზეფ უოშბორნი – სოლისტი, დენ ჰიპგრეივი – გიტარისტი და დრამერი – რობ გრინი.

ნახეთ, ბილბორდის ინტერვიუ  Toploader -თან.

პირველ რიგში მაინტერესებს როგორ გაჩნდა ბენდის სახელის იდეა?

ჯოზეფ უოშბორნი – Toploader -ის სოლისტი

ჯოზეფ უოშბორნი: „ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ ძნელია მისი კარგად გახსენება, სიტყვა Toploader – ერთ-ერთი განმარტებით  „სასაცილო სიგარეტის“ გახვევის ტექნიკას ნიშნავს. თავიდან საკმაოდ ვფრთხილობდით ამ სახელთან დაკავშირებით, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ხალხმა და პრესამ საბოლოოდ კარგად მიიღო და შეიყვარა.“

მუსიკის შექმნისას რა არის თქვენი ინსპირაცია?

დენ ჰიპგრეივი: „ვფიქრობ, როცა მუსიკის კეთება დავიწყეთ, ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, მაშინ ინგლისში ისტბორნში ვცხოვრობდით, სადაც ახალგაზრდებისთვის  საინტერესო თითქმის არაფერი ხდებოდა. ამიტომ, მუსიკისთვის ბევრი დრო გვქონდა. ისტბორნიდან თავის დაღწევა გვინდოდა, რადგან ეს ქალაქი ახალგაზრდებისთვის ზედმეტად წყნარია, ჩვენ კი სიახლეები და თავგადასავლები გვწყუროდა. გვიყვარს ერთად მუშაობა და მუსიკის შექმნა, როცა ერთად ვართ და ამას ვაკეთებთ, მგონია, რომ გამორჩეულ რაღაცას ვქმნით, რომელიც ენერგიით და იდეებით გვავსებს.თავიდანვე ვფიქრობდით რომ ერთ დღეს ჩვენ თბილისშიც დავუკრავდით.“

სიმღერა Dancing on the Moon Light  თქვენი შემოქმედებიდან გამორჩეული ქავერია, რომელიც 1972 წელს დაიწერა. 1999 – ში კი, თქვენს მიერ ნამღერი ქავერ ვერსია მსოფლიო ჰიტად იქცა. ვის მოუვიდა პირველად მისი შექმნის იდეა?

რობ გრინი: „ეს იყო სიმღერა, რომელსაც ძალიან ხშირად ვმღეროდით, როცა პატარები ვიყავით. შემდეგ, ერთობლივად მოგვივიდა იდეა, რომ  ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩაგვეწერა“.

დენ ჰიპგრეივი: „სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად ამ სიმღერის არც თუ ისე კარგი ვერსია გვქონდა. როცა პირველად დავუკარით, მართლა არ მოგვწონდა, მეტიც, ძალიან ცუდი იყო. ბევრი მუშაობის შემდეგ კი, დაიხვეწა და შედეგიც სახეზეა. იცით, როდესაც ბენდს აქვს მუსიკა, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია, ხალხს უყვარს და მოსმენის დროს  მათ აბედნიერებს, ეს ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნოა და ეს ჩვენც ბედნიერებით გვავსებს“.

თქვენი შემოქმედებიდან რომელ სიმღერას გამოარჩევდით?

რობ გრინი, დრამერი: „ჩვენ ყველას განსხვავებული სიმღერები მოგვწონს, მე პირადად,  მიყვარს ის, სადაც დრამზეა აქცენტი გაკეთებული“.

ჯოზეფ უოშბორნი: „სიმღერა Achilles Heel – ჩემი ფავორიტია, ვფიქრობ ყველაზე სრულყოფილი სიმღერაა, რაც კი ოდესმე შეგვიქმნია.“

რას ნიშნავს თქვენთვის მუსიკა ?

დენ ჰიპგრეივი: „გულწრფელად რომ გიპასუხოთ, ალბათ ფულს. როდესაც 25 წელი ერთ საქმეს ემსახურები, და ეს შენი შემოსავლის წყაროა, ფაქტობრივად შენი სამსახურიც ეს არის. თუმცა, ეს ჩვენთვის საოცნებო სამსახურია, იმიტომ, რომ ჩვენ სხვა არაფრის კეთება არ გვინდა, მუსიკა ჩვენი ცხოვრებაა და სხვა რამის კეთების ინტერესი არც არასდროს გვქონია“.

რობ გრინი: „პირადად მე, ყოველთვის მუსიკას ვირჩევ, ფილმის ყურებას ან  სხვა საქმის კეთებას ყოველთვის მირჩევნია მუსიკას ვუსმინო. თუ მე არ ვუკრავ მუსიკას, იმ დროს აუცილებლად ვუსმენ და თუ არ ვუსმენ, მაშინ იმ დროს აუცილებლად ვუკრავ ხოლმე“.

რა მოლოდინი გქონდათ აქ ჩამოსვლის წინ?

ჯოზეფ უოშბორნი: „პირველად საქართველოში 7 წლის წინ ჩამოვედით, ბათუმში. იმ დროს თბილისში ჩამოსვლა ვერ მოვახერხეთ, წელს კი პირველად მოვხვდით ამ მშვენიერ ქალაქში. რობი დილის თერთმეტი საათიდან რეპეტიციას გადიოდა, მე და დენი კი, გარეთ გავედით, ქალაქს ვათვალიერებდით, ძალიან ლამაზია თბილისი, განსაკუთრებით ძველი მხარე“.

დენ ჰიპგრეივი: „მე რომ მკითხონ, რომელი ქალაქი უფრო მოგეწონა თბილისი თუ ბათუმი მე ალბათ თბილისს ავირჩევდი“.

ჯოზეფ უოშბორნი: „როდესაც მუსიკას უკრავ, ავტომატურად გიწევს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა. სტუმრობ ისეთ ქალაქებს, სადაც პირველად მოხვდი. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი სამუშაოს სასიამოვნო ნაწილია, ეცნობი სხვადასხვა ხალხის კულტურას. ნამდვილად არ ვიცოდი, რა მელოდა, მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. თბილისი ერთგვარი მიქსია სხვადასახვა კულტურის, ჩვენ ძველი თბილისის ადგილებიც მოვინახულეთ, რომელიც ძალიან საინტერესოა“.

დენ ჰიპგრეივი: „როცა პატარები ვიყავით და სხვადასხვა ქალაქში ვმოგზაურობდით, ძირითადად სასტუმროში ვრჩებოდით, ან ბარებში დავდიოდით და დროს ვატარებდით, მაგრამ ახლა, სხვა ინტერესები გვაქვს, სხვანაირად ვხედავთ და ვათვალიერებთ ადგილებს სადაც ჩავდივართ“.

თქვენ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით, რამე სიახლეს ხომ არ უნდა ელოდოს მსმენელი თქვენგან, თუ გეგმავთ ალბომის გამოცემას?

ჯოზეფ უოშბორნი: „ჩვენ ცოტა ხნის წინ ინგლისში, ზაფხულის მუსიკალურ ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა და ახლა ცოტას ვისვენებთ, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მალე ჩავწერთ ახალ სიმღერებსაც და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვეწვევით საქართველოს“.

„რესპუბლიკის“ მენეჯერის სალომე კაკულიას თქმით, ბენდის მუსიკა თბილისურ განწყობას, თავისი ენერგიით ძალიან უხდება. მსმენელებს და მუსიკის მოყვარულებს კი, „რესპუბლიკა“ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც ჰპირდება.

„მგონია რომ საღამო შედგა, ვფიქრობ Toploader – ის მუსიკას სხვანაირი ნოსტალგიური ელფერი აქვს, იგრძნობა, რომ თბილისს უხდება როკი, ორიათასიანების დასაწყისის ენერგია და ნოსტალგია. მიხარია, რომ ეს ყველაფერი „რესპუბლიკაში“ ხდება და ჩვენ, მომავალშიც მსგავსი ღონისძიებებით მსმენელს ხშირად გავანებივრებთ. ეს ადგილი და გარემო არის ის სივრცე, სადაც ხალხს შეეძლება დადებითი ენერგიით აივსონ და ისიამოვნონ მუსიკით.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ტენორის, ჯოზეფ კალეიას გალა-კონცერტი თბილისში

შემდეგი სტატია

Რიანა “ბრილიანტივით ბრწყინავს” – მისმა ვიდეოკლიპმა იუთუბზე 2 მილიარდი ნახვა დააგროვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პაპუნა შარიქაძე

ქართველი ჯაზ პიანისტის, კომპოზიტორისა და მომღერლის, პაპუნა შარიქაძის სადებიუტო კონცერტი ნიუ იორკში

„ბევრი რამ პირველად შესრულდება, მათ შორის ჩემი ახალი სიმღერა „ჯაზი საზღვრებს გარეშე”. მინდა, რომ სიმღერის ელემენტი დავაბრუნო ჩემს მუსიკაში.“ - პაპუნა შარიქაძე
მეტი
სელინ დიონი The 1001 Seasons of ELIE SAAB -ის ღონისძიებაზე - ერ-რიადი

სელინ დიონი Elie Saab-ის ჩვენებაზე  ერ-რიადში შთამბეჭდავი პერფორმანსით წარდგა

13 ნოემბერს, დიზაინერ ელი სააბის 45 წლიანი კარიერის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, სელინ დიონმა ცნობილი ჰიტები შეასრულა
მეტი
DICK VALENTINE (ELECTRIC SIX) IN TBILISI

Electric Six-ის ფრონტმენის, დიკ ვალენტაინის კონცერტი თბილისში – ბილბორდ საქართველოს ინტერვიუ

ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფი Electric Six მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში 1996 წელს ჩამოყალიბდა.  როკის, დისკოს, გარაჟ როკის, მეტალის, ახალი…
მეტი

ტომ იორკმა კონცერტი მაყურებლის მიერ ისრაელი-ჰამასის ომის გაპროტესტების შემდეგ შეაჩერა

„სცენაზე ამოდი და თქვი, რისი თქმაც გინდა,” - მიმართა მუსიკოსმა დარბაზში მყოფ მამაკაცს მელბურნში გამართული სოლო კონცერტის დროს.
მეტი

31 ოქტომბერს „დაგდაგანის” ბოლო კონცერტი გაიმართება

ქართული როკ ბენდის, „დაგდაგანის” ვოკალისტმა ცოტნე გორგოშიძემ სოციალურ ქსელში ჯგუფის დაშლის შესახებ პოსტი გააზიარა.  მუსიკოსის თქმით, ბენდი კონცერტის…
მეტი