კრისტინა აგილერას ალბომის “Stripped” გამოშვებიდან 20 წელი გავიდა. მომღერალმა გაამხილა, რომ ამ თარიღის აღსანიშნავად სიმღერაზე “Beautiful” ახალ ვიდეოკლიპს იღებს.
„ალბომის 20 წლის იუბილეს და ასევე, მენტალური ჯანმრთელობის მსოფლიოს დღის აღსანიშნავად, პატივი მაქვს, წარგიდგინოთ ახალი ვიდეოკლიპი სიმღერაზე “Beautiful”, – წერს მომღერალი ტვიტერზე. „გამოეთიშეთ ყველაფერს, შემოსაზღვრეთ თქვენი სივრცე და დააყენეთ თქვენი გონება, სხეული და სული პირველ ადგილზე.”
In celebration of the 20 year anniversary of Stripped and World Mental Health Day, I’m honored to share a new music video for Beautiful, coming October 19th 💜
— Christina Aguilera (@xtina) October 11, 2022
Tune out and turn in. Take your space, log off, put your mind, body, and soul first. pic.twitter.com/SBhrGnUuUm
სიმღერა “Beautiful” 2002 წელს გამოვიდა და ბილბორდის ცხელ ასეულში მეორე ადგილს იკავებდა. ჯამში სიმღერამ ჩარტში 27 კვირა გაატარა.
პოპ-ვარსკვლავმა ალბომის გამოსვლისას საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება მიიღო, როცა თმა შავად შეიღება და ჟურნალების გარეკანებისთვის შიშველი პოზირებდა. „იმედი მაქვს, ამით გზა გავუკვალე ქალებს, რომ შეუძლიათ გახდნენ თავიანთი თავის ნებისმიერი ვერსია. ის, რომელიც მათ უნდათ, რომ იყვნენ და ამაყობდნენ ამით”, – განაცხადა აგილერამ 2018 წელს.