დრამა სოციალურ ქსელში კანიე უესტის პოსტით დაიწყო, რომელშიც ის შაკილ ო’ნილისა და კანადელი მილიარდერის ჯეიმი სელტერის კავშირზე წერს. ეს კი მას შემდეგ, რაც ო’ნილმა NBA-ს კალათბურთელ კაირი ირვინგს, ტვიტერზე გამოქვეყნებული ანტისემიტური დოკუმენტური ფილმის გამო, იდიოტი უწოდა.
„Შაკი ჯეიმი სელტერთანაა გარიგებაში. ერთხელ ჯეიმიმ თქვა, რომ ის 50/50 წილში იყო ბექჰემთან და 50/50-ში შაკილთან. Მე ვუთხარი – ჯეიმი, ბიზნესში 50/50 არ არსებობს. ვის აქვს ზედმეტი 1 პროცენტი კონტროლისა და ხმის მიცემის უფლებისთვის”, – დაწერა რეპერმა.
Პოსტს სულ რამდენიმე საათში გამოეხმაურა თავად შაკილ ო’ნილი. „დამიჯერე, შენ ასეთს არ მიცნობ. შენს საქმეზე იდარდე. ერთ დროს დიდი კანიე უესტის სიტყვები რომ გავიმეორო „მე შენზე მეტი ფული მაქვს, ჰოდა რატომ უნდა მოგისმინო?” მიიღე ჩემი რჩევა და შენი ოჯახის საქმეს მიხედე. კარგ დღეს გისურვებ, ძმაო.”
ეს ინციდენტი მხოლოდ ერთ-ერთია იმ პრობლემებისა, რომლებსაც კანიე უესტი სოციალურ მედიაში აწყდება, მისი ანტისემიტური და რასისტული რიტორიკის გამო. ამჟამად მისი ინსტაგრამის ანგარიში 30 დღით არის დაბლოკილი.
Ნახეთ შაკილ ო’ნილის პასუხი კანიე უესტს
Believe me you don’t know me like that. Worry about your business, and to quote the once great Kanye west “ I got more money than you, so why would i listen to you” take my advice get your family business in order. Have a great day brother.
— SHAQ (@SHAQ) November 4, 2022