მომღერალმა შაბათს, 5 ნოემბერს, ინსტაგრამზე, სადაც ას ექვსი მილიონი გამომწერი ჰყავს პოსტი გამოაქვეყნა. აილიში საზოგადოებას 8 ნოემბერამდე არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
„მინდა ყველას განვუმარტო, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ხმის მიცემა და რატომ მივდივარ წელს არჩევნებზე. აქ წყდება ჩვენი ბედი, ჩვენი უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები, თავისუფლება, სწორედ აქ წყდება ჩვენი მომავალი და თუ სათანადოდ არ დავაფიქსირებთ ჩვენს ხმას, დიდი შანსია დავინახოთ საყოველთაო აბორტის აკრძალვა…“ – განმარტავს ბილი აილიში ვიდეოში.
„მათ ასევე სურთ წაართვან ხალხს არჩევანის თავისუფლება, ვერ დაქორწინდე იმაზე ვინც გიყვარს, შეზღუდონ ხმის მიცემის უფლება ან მიიღონ კანონები, რომელიც სამომავლოდ საფრთხეს შეუქმნის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ პროგრესს, რაც მე პირადად ძალიან მაშინებს.“ – დასძინა მომღერალმა.
ბილი აილიშმა პოსტს სათაურში BallotReady-ის ბმულიც მიუთითა, სადაც კენჭისყრის ადგილები და ხმის მიცემისთვის საჭირო ინფორმაციაა განთავსებული.
2022 წლის 8 ნოემბერს არტისტი #iVoted-ს ფესტივალში იღებს მონაწილეობას. ვებ-მაუწყებლობით არჩევნების დღეს პერფორმანსში ასევე ჩაერთვებიან: Run the Jewels, CNCO, Rise Against, The Revivalists, OK Go, Lake Street Dive და სხვა ცნობილი სახეები.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლის დასაწყისში მომღერალმა არასამთავრობო ორგანიზაცია HeadCount-თან ითანამშრომლა, რომლის კამპანიის ფარგლებშიც ამომრჩეველთა ჩართულობის მიზნით, ბილიმ თავის გულშემატკივრებს 2022 წლის აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ჩართულობისკენ მოუწოდა. აილიში ასევე თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან როგორიცაა: Global Citizen’s Just Vote, Planned Parenthood და iHeartMedia’s Why I’m Voting.
„ჩვენს მომავალს, ჩვენ თავად ვქმნით, ამიტომ 8 ნოემბრამდე ყველამ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და დააფიქსიროს თავის ხმა. დაუთმეთ დრო არჩევნებს და ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ძლიერი ძალა ვართ.“ – აღნიშნა ბილიმ შაბათს გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ნახეთ, ბილი აილიშის ინსტაგრამ ვიდეო და მისი მესიჯი გულშემატკივრებისთვის.