კელი კლარკსონმა თავის შოუში Twilight-ის საუნდტრეკი გააცოცხლა. სიმღერას “Heavy In Your Arms” Florence + the Machine ასრულებს.
წითლად განათებული სცენის ცენტრში მდგარი სამგზის გრემის მფლობელი მომღერლის ვოკალი იმდენად ძლიერად ჟღერდა, ნამდვილად არ გასჭირვებია დასარტყამი ინსტრუმენტების, სინთეზატორისა და გიტარების ხმაზე დომინირება.
სიმღერა “Heavy In Your Arms” 2010 წელს გამოვიდა, როგორც Twilight-ის მესამე ფილმის საუნდტრეკი და ბილბორდის 200-ში მეორე ადგილიც დაიკავა. „ვგრძნობდი, რომ ეს სიმღერა ფილმისთვის ძალიან ძლიერი თემა იყო”, – ამბობდა ბენდის სოლისტი ფლორენს უელჩი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კელი კლარკსონი თავისი შოუს კარაოკეს Florence + the Machine-ს უძღვნის. არც ამ სიმღერის შესრულება აღმოჩნდა მომღერლისთვის ახალი. როგორც კომენტარებში კლარკსონის ფანები წერენ, მან Twilight-ის საუნდტრეკი 2012 წლის ტურნეზეც შეასრულა. რამდენიმე თვის წინ კი თავის თოქ-შოუში ფლორენს უელჩის 2010 წლის ჰიტი “Dog Days Are Over” იმღერა.
ნახეთ “Heavy In Your Arms” კელი კლარკსონის შესრულებით