ბილბორდი R&B/ჰიპ-ჰოპ მიმართულების 2022 წლის წარმატებული წარმომადგენლების სიას წარადგენს.
დაჯილდოების ცერემონია ბილბორდის R&B/ჰიპ-ჰოპის აღმასრულებელმა დირექტორმა გაილი მიტჩელმა გახსნა. მან მიულოცა საღამოს გმირებს, რომელთა სიაც 200-ს აჭარბებს, მადლობა გადაუხადა გუნდს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო იმ რეპერებს, რომლებიც უკანასკნელ წლებში იარაღით ძალადობას ემსხვერპლნენ.
წლის დებიუტანტი Blxst გახდა. მომღერალმა, რეპერმა და პროდიუსერმა აუდიტორიას მიმართა: „ღმერთი ნამდვილია. ახლახან დავბრუნდი მსოფლიო ტურნედან, რომლის ბილეთებიც სრულად გაიყიდა. აქ დაბრუნებულს კი ეს დამხვდა. ჩემთვის ეს საკუთარი თავის რწმენის სიმბოლოა. მამაჩემი მეუბნებოდა: ‘შენ ყოველთვის იმახსოვრებ სიმღერების ტექსტებს, მაგრამ ვერ იმახსოვრებ, რომ წყნარად იყო.’ მაგრამ ეს ჩემშია.”
მოგვიანებით SZA-მ წლის აღმასრულებელი პროდიუსერის ჯილდო გადასცა „ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ სფეროში” – ამაზონის R&B/ჰიპ-ჰოპის მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს ტიმ ჰინშოუს. “სიხარულზე მეტია ამ ჯილდოს მიღება. მადლობა ყველას, რომ ჩემს ზარებს პასუხობთ და მზად ხართ, დამეხმაროთ.” მან ასევე მადლობა გადაუხადა მეუღლესა და ორ შვილს, შემდეგ კი დედას, რომელზე საუბრის დროსაც დარბაზში ცრემლის გარეშე არავინ დარჩენილა.
„დედაჩემი ჩემს სკოლაში მუშაობდა. მე არ მინდოდა სკოლაში სიარული და დედას სულ ვარცხვენდი. მასწავლებლები მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ, რომ მე არაფერს ვაკეთებდი. მერე დედა მოდიოდა და როცა ამას მიყვებოდა, მე ვხედავდი ტკივილს მის თვალებში. მაგრამ, დედა, იმედი მაქვს, აი, ეს მომენტი ყველა იმ წუთს აგინაზღაურებს, როცა ჩემ გამო შერცხვი. ძალიან გაფასებ.”
ჟურნალ Vibe-ის რემი მარტინის ჯილდო SAINt JHN-ს გადაეცა. მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ეს პირველი ჯილდოა, რომელსაც ის პირადად იღებს.
საღამოს სტუმრებს შორის იყვნენ მუსიკოსები, მენეჯერები და მუსიკალური აღმასრულებელი პროდიუსერები.