ტეილორ სვიფტის სიმღერა Anti-Hero რადიო სიმღერების ჩარტებში პირველ ადგილს იკავებს

სვიფტი პირველი არტისტია, ვინც ამ ჩარტებში, 2000-იანი, 2010-იანი და 2020-იანი წლების მონაცემებით, ყველა ათწლეულში ლიდერ პოზიციაზე მოხვდა.

ტეილორ სვიფტის სიმღერა, სახელწოდებით Anti-Hero შეერთებული შტატების მასშტაბით, რადიო არხებზე ყველაზე ხშირად მოსმენილი კომპოზიცია გახდა. სიმღერამ Billboard-ის რადიო სიმღერების ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. რადიოს აუდიტორიის მონაცემების მიხედვით, Anti-Hero-ს მსმენელთა რიცხვმა 79.4 მილიონი შეადგინა.

აღნიშნული შედეგით, სვიფტი პირველი არტისტია, ვინც ამ ჩარტებში, 2000-იანი, 2010-იანი და 2020-იანი წლების მონაცემებით, ყველა ათწლეულში  ლიდერ პოზიციაზე მოხვდა. კიდევ ერთი მომღერალი, რომელიც რადიო სიმღერების ჩარტებში სამი ათწლეულის განმავლობაში ლიდერ პოზიციას იკავებდა, ქრისტინა აგილერაა. 1990-იან წლებში პირველ ადგილზე მისი სიმღერა Genie in a Bottle(1999), 2000-იან წლებში – Lady Marmalade(2001) და 2010-იან წლებში – Moves Like Jagger(2011) იყო. ეს სიმღერა ჯგუფ Maroon 5-თან ერთად სრულდება. 

უკვე  მეორე კვირაა, რაც Anti-Hero Billboard-ის Pop Airplay-ის ჩარტების პირველ ადგილს იკავებს. ამასთან ერთად, მეხუთე კვირაა, რაც კომპოზიცია Adult Pop Airplay-ის ჩარტებშიც ლიდერობს. 

5 ნოემბრის მონაცემებით, Anti-Hero „Billboard-ის ცხელი ასეულის“ ჩარტებში, ყველა ჟანრის სიმღერების ლიდერი იყო. ამ შედეგით სვიფტი ისტორიაში პირველ არტისტად იქცა, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში ჩარტების ტოპ ათი პოზიცია დაიკავა. ყველა ეს კომპოზიცია შესულია მომღერლის ახალ ალბომში, სახელწოდებით Midnights. 

რაც შეეხება სიმღერას Anti-Hero, ის „Billboard-ის ცხელ ასეულში“ პირველ ადგილს ექვსი კვირის განმავლობაში იკავებდა. ამ შედეგით, Anti-Hero ისტორიაში მეათე სიმღერა გახდა, რომელიც ამ ჩარტების პირველ ადგილზე, სულ მცირე, ხუთი კვირის განმავლობაში იყო წარმოდგენილი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

DEENA – ახალი თაობის არტისტი

შემდეგი სტატია

დოლი პარტონი 56-წლიანი ქორწინების საიდუმლოს აზიარებს: „იუმორის გრძნობა“

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი