სემ სმითმა მხიარული ჟღერადობის ალბომი  Gloria გამოუშვა

Gloria-ს გამოცემამდე ერთი წლით ადრე, არტისტმა ალბომში შემავალი სიმღერა – Unholy გამოუშვა, რომელიც მალევე ჰიტად იქცა.

სემ სმითის ახალი, რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Gloria უკვე ხელმისაწვდომია. 

ახალი LP დაანონსებიდან ერთი წლის შემდეგ გამოიცა. ალბომიდან პირველი სიმღერა, Love Me More ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში გამოვიდა. ამის შემდეგ, სემ სმითმა კიდევ ერთი ტრეკი – Unholy წარადგინა, რომელიც ჰიტად იქცა და TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა. სმითი Unholy-ის კიმ პეტრასთან ერთად ასრულებს. ტრეკმა Billboard Hot 100-ის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.

2022 წლის ოქტომბერში სემ სმითმა ალბომის პრემიერის თარიღი ოფიციალურად დაასახელა და გამომწერებს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით მიმართა – „ემოციებით დატვირთული ვარ. ალბომზე მუშაობა საოცარი პროცესი იყო. ამ ჩანაწერით ჩემი გულისა და სულის ნაწილს გაძლევთ“ – დაწერა მომღერალმა.

ახალი ალბომი გულგატეხილი მომღერლიდან, სიცოცხლით სავსე პოპ ვარსკვლავამდე მოგზაურობაა. სიმღერები ასახავენ არტისტის ავტოპორტრეტს, პირად ცხოვრებას, საკუთარი თავის მიღებასა და შეყვარებას. ალბომი ისეთ არტისტებთან დუეტებს მოიცავს, როგორებიც არიან: კიმ პეტრასი, ედ შირანი, ჯესი რეიეზი, Koffee. 

აგვისტოში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, სემ სმითმა Billboard-თან საუბრისას თქვა – „მუსიკას რომელსაც მომავალში შევქმნი, შესაძლოა ხალხს არ მოეწონოს. მაგრამ მე მომწონს და მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა.“

მოუსმინეთ სემ სმითის ალბომს, სახელწოდებით Gloria:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლედი გაგა ოსკარის მეოთხე ნომინაციას ზეიმობს: „მადლობელი ვარ მუსიკისა და კინოს მაგიისთვის”

შემდეგი სტატია

მადონას დოკუმენტური ფილმი დროებით შეჩერებულია

შეიძლება დაგაინტერესოთ

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი