კლიპში კამეოს ეფექტით შერონ სტოუნის, ლინდსი ლოჰანის და კრისტენ სუტარტის პერსონაჟებიც ჩანან.
რიტა ორა და ტაიკა ვაიტიტი ოფიციალურად დაქორწინდნენ. პარასკევს, მომღერალმა გაამხილა, რომ გასულ ზაფხულს მათ ხელი მოაწერეს.
„დიახ, მეგობრებო მე ოფიციალურად დავქორწინდი, გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალური ყოფილიყო. ზოგჯერ კარგია რაღაცებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის რომ ვინახავთ. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, თუმცა ერთ დღეს გრანდიოზულ წვეულებასაც მოვაწყობთ“ – თქვა რიტა ორამ Heart Breakfast Radio-ში.
მუსიკოსი რიტა ორა ახალი მუსიკალური კლიპით ალეგორიულად ქორწილის შესახებაც ჰყვება. კლიპი მომღერლის ცნობილი მეგობრების – ჩელსი ჰენდლერის, ლინდსი ლოჰანის და კრისტენ სტუარტის ვიდეო შეტყობინებებით იწყება. ისინი მუსიკოსს ქორწილის დღეს ულოცავენ. თუმცა მოულოდნელობებით და ხათაბალებით სავსე სცენარში ქორწილს ვერც შერონ სტოუნის გამოჩენა და ვერც თავად საქმროს – ვაიტიტის ხმოვანი შეტყობინება ვერ გადაარჩენს.
საქორწილო ტორტი პატარა ნამცხვრის ზომისაა, ადგილი კი, სადაც ქორწილი უნდა ჩატარებულიყო ცეცხლის ალში გაეხვა, თუმცა მომღერალი ივ სენ ლორანის ვინტაჟურ საქორწილო კაბაში ზღაპრულად გამოიყურება.
ნახეთ რიტა ორას ვიდეო კლიპი და სიმღერა You Only Love Me