„ხმისჩამწერმა აკადემიამ“ Nirvana-ს, ენ & ნენსი უილსონებს და სხვა მუსიკოსებს Special Merit Awards-ზე საპატიო ჯილდოები გადასცა

Special Merit Awards-ის ცერემონიაზე რამდენიმე არტისტმა და პროდიუსერმა ჯილდო რასობრივ და გენდერულ გამოწვევებთან გამკლავებისათვის მიიღო.

„გრემის“ მუსიკალურ დაჯილდოებამდე ორი დღით ადრე, „ხმისჩამწერმა აკადემიამ“ Special Merit Awards-ის ცერემონია გამართა. Special Merit Awards-ზე მუსიკალური ინდუსტრიის დამსახურებულ არტისტებსა და ჯგუფებს საპატიო ჯილდოები გადაეცათ. ცერემონია ლოს ანჯელესში, Wilshire Ebell Theater-ში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ Special Merit Awards მოკრძალებული და ნაკლებად ხმაურიანი ცერემონიაა, რომელსაც მცირე აუდიტორია ესწრება. დაჯილდოებაზე „ხმისჩამწერი აკადემია“ არტისტებს ისეთ ნომინაციებში აჯილდოებს, როგორებიც არის: განსაკუთრებული მიღწევები, მუსიკალური  განმანათლებლის ჯილდო, რწმუნებულის ჯილდო და ტექნიკური გრემის საპატიო ჯილდო.

შემოქმედებით მოღვაწეობაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის ნენსი და ენ უილსონები დაჯილდოვდნენ. 1974 წელს დებმა ჯგუფი, სახელწოდებით Heart ჩამოაყალიბეს. როგორც ნენსი უილსონმა აღნიშნა, როდესაც Heart-ს ქმნიდნენ, უნდოდათ, რომ ის The Beatles-ის მსგავსი მნიშვნელობის მუსიკალური პროექტი ყოფილიყო –  „მათზე დაქორწინება არ გვსურდა, არც ის გვინდოდა, რომ მათი მეგობარი გოგონები გავმხდარიყავით. გვსურდა, თავად The Beatles ვყოფილიყავით“. 

Special Merit Awards-ის ცერემონიაზე რამდენიმე არტისტმა და პროდიუსერმა ჯილდო მიიღო რასობრივ და გენდერულ გამოწვევებთან გამკლავებისათვის. 

განსაკუთრებული მიღწევების გამო ჯილდო ასევე გადაეცა The Supremes-ს. გასული საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში ჯგუფმა შეძლო და მუსიკალურ გულშემატკივრებს შორის ის რასობრივი ბარიერი დაანგრია, რომლის მეშვეობითაც თეთრი და შავი ფანები ყველა კულტურულ სივრცეში ერთმანეთისგან განცალკევებული იყვნენ. 

განსაკუთრებული მიღწევების კატეგორიაში დაჯილდოვდა Nirvana. ჯილდოს მისაღებად აუდიტორიის წინაშე ჯგუფის წევრი, კრისტ ნოვოსელიჩი წარდგა. მას სცენაზე დეივ გროლი შეუერთდა. ნოვოსელიჩმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ შეტყობინებებს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდა მსმენელებისაგან იღებს. მუსიკოსის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი თაობა კვლავაც უსმენს Nirvana-ს მუსიკას. 

Special Merit Awards-ზე ჯილდო გადაეცა რეპერ Slick Rick-ს. Slick Rick-ს ჯილდო ვეტერანმა პროდიუსერმა, ლაიორ კოენმა გადასცა. აღსანიშნავია, რომ კოენი ამჟამად YouTube-ის მუსიკალური მიმართულების  ხელმძღვანელია. 

Special Merit Awards-ის ცერემონიამდე, „ხმისჩამწერმა აკადემიამ“ განაცხადა, რომ დაჯილდოებაზე წარადგენდნენ სიმღერას, რომელმაც სოციალურ ცვლილებებს ხელი შეუწყო. მიუხედავად ამისა, Special Merit Awards-ის მსვლელობისას ეს კომპოზიცია არ დასახელებულა. მოსალოდნელია, რომ სიმღერას 2023 წლის „გრემის“ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე გამოაცხადებენ. 

იხილეთ არტისტებისა და ჯგუფების სრული სია, რომლებიც 2023 წლის Special Merit Awards-ის ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ: 

ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისათვის: 

The Supremes

Nirvana

ენ უილსონი და ნენსი უილსონი  

ნაილ როჯერსი

Slick Rick

ბობი მაკფერინი

მა რეინი

რწმუნებულის ჯილდო:

ჯიმ სტიუარტი

ელის მარსალისი

ჰენრი დილცი

ტექნიკური გრემის საპატიო ჯილდო:

AES

დოქტორი ენდი ჰილდებრანდი

მუსიკალური განმანათლებლის ჯილდო:

პამელა დოუსონი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ადელმა ის ერთადერთი მიზეზი გაამხილა, რის გამოც სუპერ თასზე მიდის

შემდეგი სტატია

ბიონსე „გრემის“ ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლიზა ბათიაშვილმა პარიზის ფილარმონიაში გამართულ კონცერტზე ბისი ქართველ ხალხს მიუძღვნა

„მინდა, დღევანდელი ბისი ჩემს ქართველ ხალხს მივუძღვნა - იმ მამაც ადამიანებს, რომლებიც ამ მომენტში ევროპული ღირებულებების დასაცავად იბრძვიან”
მეტი

გერმანული ელექტრონული მუსიკის ჯგუფი Moderat ინსტაგრამზე საქართველოს მხარდამჭერ სთორის აზიარებს

მსოფლიოში ცნობილი გერმანული ელექტრონული მუსიკის ჯგუფი Moderat ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე   საქართველოში მიმდინარე ამბებსს ეხმაურება. Moderat ინსტაგრამ სთორიში…
მეტი
კენდრიკ ლამარი Coachella-ს ფესტივალზე, 2017 წლის 16 აპრილი. ფოტო კევინ უინტერი

ბილბორდის „უდიდესი პოპ ვარსკვლავები“: 2017 წელს ედ შირანმა და კენდრიკ ლამარმა აჩვენეს, თუ როგორ  შეიცვალა დროთა განმავლობაში მონოკულტურა

ბილბორდის სტატიათა სერიის „წლის უდიდესი პოპ ვარსკვლავების" ფარგლებში, 2017 წელს ედ შირანისა და კენდრიკ ლამარის პოპულარობამ პიკს მიაღწია, რამაც ნათლად წარმოაჩინა პოპ-კულტურის მრავალფეროვნება
მეტი

მანანა მენაბდემ და გორის ქალთა გუნდმა მსმენელს დები იშხნელების მუსიკალური საღამო წარუდგინეს

კონცერტი დები იშხნელების შემოქმედების 100 წლის იუბილეს სიმბოლურად გამოეხმაურა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
მეტი